მარკის საადრეო (ბლის ჯიში)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარკის საადრეო (ბლის ჯიში)“ გადაიტანა გვერდზე „[[მარკის საადრეო ბ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:ბლის ჯიშები]] | [[კატეგორია:ბლის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:ხილი]] | [[კატეგორია:ხილი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:22, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
მარკის საადრეო - (Early of Mark); ბლის ეს ჯიში წარმოშობით გერმანიიდან არის. საქართველოს პირობებში გავრცელებულია ქუთაისისა და სამტრედიის რაიონებში, სკრისა და ხიდისთავის, გორის რაიონში.
მარკის საადრეო ყველაზე ადრეულა ჯიშია. გორის რაიონის პირობებში ის შემოდის ივნისის პირველ რიცხვებში.
ამ ჯიშის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ადრეულა სიმწიფე და ნაყოფის ლამაზი შეფერვა.
ჯიში საშუალო მოსავლიანია, ყვავილობა ადრეული ახასიათებს. ჯიში თვითსტერილია, მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას. ვერ უძლებს ყინვებს. ხე ინვითარებს თხელ ვარჯს, სუსტი ზრდისაა, სუსტად დატოტვილია. ფოთოლი მუქი მწვანეა. ფოთლის ყუნწზე ორი წითელი ჯირკვალია.
ნაყოფი კასრისებრი ფორმისაა, განიერი ფუძით. ბოლო წერტილი ჩაზნექილი აქვს. ნაყოფის კანი თხელია, მუქი მოშავო–წითელი ფერის. წვენი შეღებილი აქვს. ნაყოფის ხორცი მოწითალო ფერისაა, ნაკლებად ტკბილი, მომჟავო გემოსი, წვნიანი. მარკის საადრეოს ნაყოფი ფასდება, როგორც ადრეულა ხილი, გემოს მხრივ კი მდარეა.