ჯვარი (რიტუალური თავთავის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვარსკვლავი (რიტუალური თავთავის)“ გადაიტანა გვერდზე „[[ჯვარი (რიტ...) |
|
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 00:43, 20 აპრილი 2021 მდგომარეობით
ჯვარი – (ვარსკვლავი) - თავთავისაგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც თავთავებისაგანვე დაწნულ გვირგვინშია მოქცეული.
ზაფხულში კალოობისას წინა წელს დამზადებულ ასეთ ჯვარს დაშლიდნენ და კალოზე გაფენილ ძნებში მიმოაბნევდნენ ბარაქიანი მოსავლის დაბევების მიზნით.
გვიან პერიოდში, სოციალიზმის ბატონობის ჟამს, რიტუალი კვლავ მოქმედებდა, ოღონდ ჯვარს ვარსკვლავის ფორმა მისცეს და სახელიც „ვარსკვლავით“ შეუცვალეს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ამ უნიკუმის ერთადერთი ნიმუშია დაცული.
