ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]

მიმდინარე ცვლილება 14:53, 5 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხანდაკის განაპირას, აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

[რედაქტირება] აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,2X4,5 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, აქვს ორი არქიტრავული შესასვლელი – სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – თითო სწორკუთხა ნიში, თითო თაღოვანი სარკმელი დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. ეკლესიის დარბაზის კამაროვანი გადახურვა გადადის დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრებზე დადგმულ თაღსა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღზე. დასავლეთ ფასადზე, კარს ზემოთ, კარგად გათლილ ქვიშაქვაზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები