წერეთელი ალექსანდრე
(ახალი გვერდი: '''ალექსანდრე წერეთელი''' '''ალექსანდრე იო...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 11 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Tsereteli al.i.jpg|thumb|200პქ|'''ალექსანდრე წერეთელი''']] | [[ფაილი:Tsereteli al.i.jpg|thumb|200პქ|'''ალექსანდრე წერეთელი''']] | ||
− | '''ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი''' – ( | + | '''ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი''' – (1.XI.1889, სოფ. ცხრუკვეთი, ქუთაისის მაზრ. - 29.III.1967, [[თბილისი]]) - ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი (ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალისტი), პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1956), პროფესორი (1927). |
− | == | + | ====ბიოგრაფია==== |
− | 1909 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური | + | დაიბადა სასულიერო მოღვაწის, კეთილმოწესე [[დეკანოზი|დეკანოზის]] ოჯახში. 1909 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, 1915 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1915-1918 წლებში ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში ასწავლიდა საქართველოს და ძველი მსოფლიოს ისტორიას. |
− | + | 1918 ქუთაისში გამოიცა ა. წერეთლის სახელმძღვანელო „ძველი ისტორია“, იმავე წელს აირჩიეს ახალდაარსებულ [[ქართველ მწერალთა კავშირი]]ს წევრად. 1917-1918 წლებში იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ]]ის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი და დაარსებისთანავე მიიღეს უნივერსიტეტის ძველი ისტორიის კათედრის ასპირანტად. | |
− | + | ||
− | + | აქტიურ მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1917 წლის 22 ნოემბერს, [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|პირველ ეროვნულ ყრილობაზე]], აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭო]]ს (შემდგომში - პარლამენტის) წევრად და შედიოდა ფედერალისტური პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. იყო საქართველოს [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის]] წევრი. 1919 წლის დასაწყისში მან, პარტიის სხვა ანარქისტულად განწყობილ წევრებთან ერთად, დააარსა „საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტ მაშვრალთა პარტია“. იმავე წლის აპრილში, მისი აქტიური მონაწილეობით, ჩატარდა პარტიის პირველი კონფერენცია, რომელმაც დაადგინა პარტიის ახალი სახელწოდება - [[საქართველოს სარევოლუციო სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირი]], რომლის მთავარ კომიტეტში თავადაც შედიოდა. მცირე პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე (ამხანაგი). | |
− | + | საქართველოს გასაბჭოების პირველ ხანებში ა. წერეთელი უპირისპირდებოდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას, მკაცრად აკრიტიკებდა მის ეროვნულ პოლიტიკას. 1921 წლის ბოლოს ანარქისტ-სინდიკალისტების კავშირმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო ოციან წლებში ა. წერეთელი ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას | |
+ | და მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო. ასპირანტურის დასრულების შემდეგ მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის ლექტორად. 1927 წელს მონოგრაფიისათვის „ლუკიანე სამოსატელი“, მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. აირჩიეს და 1935 წლამდე იყო თსუ-ის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე. | ||
− | + | 1935 დააპატიმრეს და, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ე. წ. დიდი სამეულის გადაწყვეტილებით, რომელსაც ბერია თავმჯდომარეობდა, შუა [[აზია|აზიაში]] გადაასახლეს, სადაც 1955 წლამდე იმყოფებოდა. 1956 კვლავ მიიწვიეს თსუ-ის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის პროფესორად, იმავე წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება და აღუდგინეს 1937 უკანონოდ ჩამორთმეული მეცნიერებათა | |
+ | დოქტორის ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება. ეკუთვნის გამოკვლევები: „კრეტა-მიკენის საბერძნეთი“ (1923), „სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში“ (1924),„სტრაბონის სეისახთეა“ (1925), „ებრაელთა ძველი ისტორია“ (1935), „მარკუს ტულიუს ციცერონი“ (1959), სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ძველი აღმოსავლეთის, ძველი საბერძნეთის და ძველი რომის ისტორიაში. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის წევრი. დაკრძალულია თბილისის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | ||
− | + | ::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''დიმიტრი შველიძე''''' | |
− | == | + | ==ლიტერატურა== |
− | + | ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994. | |
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[საქართველოს | + | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] |
+ | ==იხილე აგრეთვე== | ||
+ | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007731/ ალიოშა წერეთელი] | ||
+ | |||
+ | [[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]] |
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]] |
+ | [[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | ||
+ | [[კატეგორია:სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირის წევრები]] | ||
+ | [[კატეგორია:საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები]] | ||
+ | [[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა]] | ||
+ | [[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]] | ||
+ | [[კატეგორია:წერეთლები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:27, 25 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი – (1.XI.1889, სოფ. ცხრუკვეთი, ქუთაისის მაზრ. - 29.III.1967, თბილისი) - ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი (ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალისტი), პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1956), პროფესორი (1927).
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა სასულიერო მოღვაწის, კეთილმოწესე დეკანოზის ოჯახში. 1909 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, 1915 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1915-1918 წლებში ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში ასწავლიდა საქართველოს და ძველი მსოფლიოს ისტორიას.
1918 ქუთაისში გამოიცა ა. წერეთლის სახელმძღვანელო „ძველი ისტორია“, იმავე წელს აირჩიეს ახალდაარსებულ ქართველ მწერალთა კავშირის წევრად. 1917-1918 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი და დაარსებისთანავე მიიღეს უნივერსიტეტის ძველი ისტორიის კათედრის ასპირანტად.
აქტიურ მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1917 წლის 22 ნოემბერს, პირველ ეროვნულ ყრილობაზე, აირჩიეს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტის) წევრად და შედიოდა ფედერალისტური პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1919 წლის დასაწყისში მან, პარტიის სხვა ანარქისტულად განწყობილ წევრებთან ერთად, დააარსა „საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტ მაშვრალთა პარტია“. იმავე წლის აპრილში, მისი აქტიური მონაწილეობით, ჩატარდა პარტიის პირველი კონფერენცია, რომელმაც დაადგინა პარტიის ახალი სახელწოდება - საქართველოს სარევოლუციო სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირი, რომლის მთავარ კომიტეტში თავადაც შედიოდა. მცირე პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე (ამხანაგი).
საქართველოს გასაბჭოების პირველ ხანებში ა. წერეთელი უპირისპირდებოდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას, მკაცრად აკრიტიკებდა მის ეროვნულ პოლიტიკას. 1921 წლის ბოლოს ანარქისტ-სინდიკალისტების კავშირმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო ოციან წლებში ა. წერეთელი ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო. ასპირანტურის დასრულების შემდეგ მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის ლექტორად. 1927 წელს მონოგრაფიისათვის „ლუკიანე სამოსატელი“, მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. აირჩიეს და 1935 წლამდე იყო თსუ-ის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე.
1935 დააპატიმრეს და, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ე. წ. დიდი სამეულის გადაწყვეტილებით, რომელსაც ბერია თავმჯდომარეობდა, შუა აზიაში გადაასახლეს, სადაც 1955 წლამდე იმყოფებოდა. 1956 კვლავ მიიწვიეს თსუ-ის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის პროფესორად, იმავე წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება და აღუდგინეს 1937 უკანონოდ ჩამორთმეული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება. ეკუთვნის გამოკვლევები: „კრეტა-მიკენის საბერძნეთი“ (1923), „სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში“ (1924),„სტრაბონის სეისახთეა“ (1925), „ებრაელთა ძველი ისტორია“ (1935), „მარკუს ტულიუს ციცერონი“ (1959), სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ძველი აღმოსავლეთის, ძველი საბერძნეთის და ძველი რომის ისტორიაში. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის წევრი. დაკრძალულია თბილისის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
- დიმიტრი შველიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს საზოგადო მოღვაწეები
- ქართველი ისტორიკოსები
- სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები
- სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირის წევრები
- საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები
- წერეთლები