დადიანი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ბიოგრაფია)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Dadiani Salva.jpg|thumb|'''შალვა დადიანი''']]
+
[[ფაილი:Dadiani Salva.jpg|thumb|130პქ|'''შალვა დადიანი''']]
 
'''დადიანი შალვა ნიკოლოზის ძე'''  ''(დ. - 9.V.1874, დაბა ყვირილა - გ. - 15.III.1959, [[თბილისი]])'' - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, [[თეატრი|თეატრის]] მოღვაწე, [[საქართველო]]ს სახალხო არტისტი.  
 
'''დადიანი შალვა ნიკოლოზის ძე'''  ''(დ. - 9.V.1874, დაბა ყვირილა - გ. - 15.III.1959, [[თბილისი]])'' - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, [[თეატრი|თეატრის]] მოღვაწე, [[საქართველო]]ს სახალხო არტისტი.  
  
ხაზი 18: ხაზი 18:
 
* გაზ. [[საქართველოს რესპუბლიკა (გაზეთი)|საქართველოს რესპუბლიკა]], 7 დეკემბერი, 1918;  
 
* გაზ. [[საქართველოს რესპუბლიკა (გაზეთი)|საქართველოს რესპუბლიკა]], 7 დეკემბერი, 1918;  
 
* გაზ. [[კომუნისტი (გაზეთი)|კომუნისტი]], 4 მარტი, 1921.
 
* გაზ. [[კომუნისტი (გაზეთი)|კომუნისტი]], 4 მარტი, 1921.
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000820/ შალვა დადიანი]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000820/ შალვა დადიანი]
 
  
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა მსახიობები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎ ]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎ ]]
 
[[კატეგორია:დადიანები]]
 
[[კატეგორია:დადიანები]]
 
[[კატეგორია:ქართული თეატრის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ქართული თეატრის ისტორია]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]

მიმდინარე ცვლილება 17:51, 13 აგვისტო 2025 მდგომარეობით

შალვა დადიანი

დადიანი შალვა ნიკოლოზის ძე (დ. - 9.V.1874, დაბა ყვირილა - გ. - 15.III.1959, თბილისი) - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

განათლება მიიღო მამის, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ დადიანის ოჯახში მოწვეული მასწავლებლების მეშვეობით. 1892 წელს გამოსცა ლექსების პირველი კრებული „ნაპერწკალი“. 1896 წლდან მისი პროზაული მინიატურები იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაში“. 1893 წლიდან დაიწყო თეატრალური კარიერა, მონაწილეობა მიიღო კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში „მარგარიტა გოტიე“, რომლის თარგმანიც მასვე ეკუთვნოდა. 1905 წლდან დაიწყო დრამატურგიული მოღვაწეობა. 1905 დაწერა პიესა „მღვიმეში“, 1907 - „როს ნადიმობდნენ“. 1908 ჩამოაყალიბა „მოძრავი დასი“, რომელმაც, ცენზურის მიუხედავად, პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა „უკანასკნელნი“. 1916 დაიწყო პირველ ისტორიულ რომანზე („გიორგი რუსი“) მუშაობა.

1917 წელს დაასრულა პიესა „გუშინდელნი“, რომელშიც ბაქოს ქართული დასის მსახიობებმა ითამაშეს. 1918 წელს მონაწილეობდა „ქართული კლუბის“ მიერ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მხარდასაჭერ საღამოში. 1920 წლის 2 იანვარს მონაწილეობა მიიღო „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით წარმოდგენილ პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლში „სამზადისი“. 1921 წლის პირველ მარტს დაესწრო ხელოვანთა კრებას, რომელიც აკ. ხოშტარიას სახლში გაიმართა.

1928 წელს დაწერა კომედია „კაკალ გულში“, 1931 - პიესა „თეთნულდი“, 1937 - ისტორიულ-რევოლიციურ დრამა „ნაპერწკლიდან“. ავტორია რომანისა „გვირგვილიანების ოჯახი“ (1954) და მოგონებათა წიგნისა „რაც გამახსენდა“ (1959). წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1950-1959). დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ვართაგავა, შალვა დადიანის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1962;
  • მ. მარჯანიშვილი, შალვა დადიანი;
  • გ. ციციშვილი, შალვა დადიერანი, ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1974;
  • გაზ. საქართველო, 1920 წელი, 1 იანვარი;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 7 დეკემბერი, 1918;
  • გაზ. კომუნისტი, 4 მარტი, 1921.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

შალვა დადიანი

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები