ადიდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ადიდვა''' – ლითონის წნევით დამუშავების ერთ-ერთი ხერხი, როცა ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]]
+
[[კატეგორია:ლითონის წნევით დამუშავება]]
[კატეგორია:ლითონის წნევით დამიშავება]]
+
[[კატეგორია:ტექნიკური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 19:41, 28 დეკემბერი 2021 მდგომარეობით

ადიდვა – ლითონის წნევით დამუშავების ერთ-ერთი ხერხი, როცა წრიული ან ფასონური პროფილის (განივკვეთის) ნაკეთობას (ნამზადს) გამოჭიმავენ წრიული ან ფასონური პროფილის ხვრელში, რომლის განივკვეთის ზომები ნაკლებია ნამზადის განივკვეთის ზომებზე. შედეგად ნამზადის განივკვეთის ზომები მცირდება, სიგრძე – იზრდება. ოპერაცია ტარდება სპეციალურ ადიდვის დგანზე. ადიდვა ფართოდ გამოიყენება ფოლადის მილების, მავთულის, წკნელებისა და სხვ. წარმოებაში.

არსებობს ადიდვის სახეები: გრძელსამართულიანი, დამაგრებულ სამართულზე, დეფორმირებად სამართულზე, დოლური, ელექტროპლასტიკური, ერთძაფა, ერთჯერადი, თბილი, მავთულის, მბრუნავი მცურავ სამართულზე, ტვირთსათრევით, მაპროფილებელი, მბრუნავ ადიდაში გავლით, მილების, მოკლესამართულიანი, მრავალჯერადი, მრავალძაფიანი, მშრალი (საპნის ფხვნილის აბაზანის გამოყენებით), მცურავ სამართულზე, პროფილების, სამართულზე, სველი (საპნის ემულსიის აბაზანის გამოყენებით), სასუფთაო, სველი, სრიალით, სქელი, უკუდაჭიმულობით, ულტრაბგერითი, უსამართულო, უსრიალო, უძრავი ტვირთსათრევით, უწვრილესი, ღეროიანი, ჩასობის გარეშე, შავი (მოსამზადებელი), ცალძაფა, ცივი, ცხელი, წვრილი, წნელების, ხვეულიანი, ჰიდროდინამიკური და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები