გრეიპფრუტი ფოსტერი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Greipf fosteri.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Greipf fosteri.jpg|thumb|250პქ|გრეიპფრუტი ფოსტერი]] |
| − | '''გრეიპფრუტი ფოსტერი''' - გრეიპფრუტ ვალტერის სახესხვაობას წარმოადგენს, აღმოჩენილია 1907 წელს ფოსტერის მიერ. | + | '''გრეიპფრუტი ფოსტერი''' - [[გრეიპფრუტი|გრეიპფრუტ]] ვალტერის სახესხვაობას წარმოადგენს, აღმოჩენილია 1907 წელს ფოსტერის მიერ. |
ვარჯი (კრონა) დიდი, მრგვალი და უხვად შეფოთლილია. ფოთლები მოგრძო ოვალურია, საშუალო ზომისა, მოკლე ყუნწზე ფრთები აქვს. თეთრგვირგვინიანი ყვავილები საშუალო ზომისანი არიან. მტვრიანები მრავალია, 20-ზე მეტი, ბუტკო ცილინდრულ-სვეტიანია, რომელიც ერთნაირადაა გაფართოებული როგორც დინგის, ისე ნასკვის მიმართულებით. | ვარჯი (კრონა) დიდი, მრგვალი და უხვად შეფოთლილია. ფოთლები მოგრძო ოვალურია, საშუალო ზომისა, მოკლე ყუნწზე ფრთები აქვს. თეთრგვირგვინიანი ყვავილები საშუალო ზომისანი არიან. მტვრიანები მრავალია, 20-ზე მეტი, ბუტკო ცილინდრულ-სვეტიანია, რომელიც ერთნაირადაა გაფართოებული როგორც დინგის, ისე ნასკვის მიმართულებით. | ||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==== თესლი ==== | ==== თესლი ==== | ||
თესლი მრავალი აქვს 50-მდე, მსხვილი, ნაოჭზედაპირიანი, ქალაძას საფარი ვარდისფერია, ლებნები თეთრია, – 3–4 რაოდენობით, ჩანასახი პატარა და თეთრია. მწიფდება დეკემბრის ბოლოს, ინახება მაის-ივლისამდე. ჯიში შეიძლება პერსპექტიულად ჩავთვალოთ. | თესლი მრავალი აქვს 50-მდე, მსხვილი, ნაოჭზედაპირიანი, ქალაძას საფარი ვარდისფერია, ლებნები თეთრია, – 3–4 რაოდენობით, ჩანასახი პატარა და თეთრია. მწიფდება დეკემბრის ბოლოს, ინახება მაის-ივლისამდე. ჯიში შეიძლება პერსპექტიულად ჩავთვალოთ. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:ციტრუსები]] | [[კატეგორია:ციტრუსები]] | ||
[[კატეგორია:გრეიპფრუტები]] | [[კატეგორია:გრეიპფრუტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:13, 20 ივნისი 2023 მდგომარეობით
გრეიპფრუტი ფოსტერი - გრეიპფრუტ ვალტერის სახესხვაობას წარმოადგენს, აღმოჩენილია 1907 წელს ფოსტერის მიერ.
ვარჯი (კრონა) დიდი, მრგვალი და უხვად შეფოთლილია. ფოთლები მოგრძო ოვალურია, საშუალო ზომისა, მოკლე ყუნწზე ფრთები აქვს. თეთრგვირგვინიანი ყვავილები საშუალო ზომისანი არიან. მტვრიანები მრავალია, 20-ზე მეტი, ბუტკო ცილინდრულ-სვეტიანია, რომელიც ერთნაირადაა გაფართოებული როგორც დინგის, ისე ნასკვის მიმართულებით.
[რედაქტირება] ნაყოფი
მსხმოიარობა უხვი იცის, საშუალოზე ადრეულია. ნაყოფი ლამაზია, დიდი, ოდნავ ბრტყელი, გლუვზედაპირიანი, უფრო მეტად ჩამჯდარი და დიდი ჯირკვლებიანი. წონა 400 გრ-მდე აღწევს, სიმაღლე – 9,0 – 9,5 სმ. დიამეტრი 10-11 სმ.
ნაყოფის წვერი ბრტყელია, დაბალბორცვიანი. ბუტკოს კვალი პატარაა. ფუძე თითქმის სწორია, ცოტა დაღარული. კანი 1,5 სმ. სისქისაა, გარედან ყვითელი ნარინჯისფერია, ალბედო ვარდისფერია. გემო მწარე აქვს. შებმულობა კანთან ძლიერია. გულის ღერძის დიამეტრი 1,5 სმ, სეგმენტები – 12 – 13, გრძელი, მახვილსოლისებრი, თანაბარი. საწვნე უჯრედები უწესოა – თითისტარა და მოკლე.
გემო მეტად კარგი აქვს. წვენი იცის საშუალო რაოდენობით, ის გამჭვირვალე – ყვითელია.
სირბილე განაჭერზე ლიმონისმაგვარია; სეგმენტების აპკები თხელი და გამჭვირვალეა. სირბილე ყვითელია, ვარდისფერი ელფერით, მარცვლოვანი.
[რედაქტირება] თესლი
თესლი მრავალი აქვს 50-მდე, მსხვილი, ნაოჭზედაპირიანი, ქალაძას საფარი ვარდისფერია, ლებნები თეთრია, – 3–4 რაოდენობით, ჩანასახი პატარა და თეთრია. მწიფდება დეკემბრის ბოლოს, ინახება მაის-ივლისამდე. ჯიში შეიძლება პერსპექტიულად ჩავთვალოთ.