როზმარინი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:TeTri rozmarini.jpg|thumb| | + | [[ფაილი:TeTri rozmarini.jpg|thumb|250პქ|თეთრი როზმარინი]] |
| − | + | '''როზმარინი''' – ''('''Rosmarin blanc, Weisser Rosmarin Edelweisser, Mela di Rosmarino. ''')'' როზმარინი სუფრის ძვირფასი ვაშლის სამრეწველო ჯიშია, წარმოშობით სამხრეთ ტიროლიდან. ფართოდ გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ [[იტალია]]ში. [[ევროპა|ევროპის]] სხვა ქვეყნებშუ იშვიათად გვხვდები. მისი ნაკლები გავრცელების მიზეზია განსაკუთრებული მოთხოვნილება ნიადაგისა და ჰავის პირობებისადმი. იშვიათია ისეთი რაიონი მთელ მსოფლიოში, სადაც თეთრი როზმარინი ისეთი ძვირფასი ხარისხის ნაყოფს იძლეოდეს, როგორსაც თვით ტიროლი იძლევა. | |
| − | '''როზმარინი''' – ''('''Rosmarin blanc, Weisser Rosmarin Edelweisser, Mela di Rosmarino. ''')'' როზმარინი სუფრის ძვირფასი ვაშლის სამრეწველო ჯიშია, წარმოშობით სამხრეთ ტიროლიდან. ფართოდ გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ | + | |
ჩვენში თეთრი როზმარინი კარგა ხანია რაც შემოტანილია; იგი პირველად შემოტანილ ევროპულ ვაშლის ჯიშებთან ერთად უნდა იყოს შემოტანილი, რასაც ადასტურებს მისი დიდი ხნის ძველი გადაბერებული ხეები ჩვენი ძველი მეხილეობის რაიონებში. მისი მაღალი ჯიშობრივი თვისებების მიუხედავად ჩვენში თეთრი როზმარინი ფართოდ არ გავრცელდა, თეთრი როზმარინის ხეები უმთავრესად ზემო ქართლის და სამხრეთ–ოსეთის მეხილეობის რაიონებში გვხვდება; სხვაგან კი გამონაკლისის სახით თითო–ოროლა ხეს თუ შევხვდებით. | ჩვენში თეთრი როზმარინი კარგა ხანია რაც შემოტანილია; იგი პირველად შემოტანილ ევროპულ ვაშლის ჯიშებთან ერთად უნდა იყოს შემოტანილი, რასაც ადასტურებს მისი დიდი ხნის ძველი გადაბერებული ხეები ჩვენი ძველი მეხილეობის რაიონებში. მისი მაღალი ჯიშობრივი თვისებების მიუხედავად ჩვენში თეთრი როზმარინი ფართოდ არ გავრცელდა, თეთრი როზმარინის ხეები უმთავრესად ზემო ქართლის და სამხრეთ–ოსეთის მეხილეობის რაიონებში გვხვდება; სხვაგან კი გამონაკლისის სახით თითო–ოროლა ხეს თუ შევხვდებით. | ||
| − | ქვემო ქართლში, | + | ქვემო [[ქართლი|ქართლში]], [[გორი]]ს ახლო–მახლო სოფლებშიაც გვხვდება როზმარინის ძველი ხეები ([[საქაშეთი|საქაშეთში]], ხიდისთავში, სკრაში, ტყვიავში და სხვ.) |
| − | [[ფაილი:TeTri rozmarini yviTeli.jpg|thumb| | + | [[ფაილი:TeTri rozmarini yviTeli.jpg|thumb|150პქ|თეთრი როზმარინის ყვავილი]] |
ამ ხეების პროდუქციის მიხედვით თეთრი როზმარინი ქვემო ქართლში მეტად მცირე ხარისხის ნაყოფს იძლევა. მაგალითად, სკრაში როზმარინის ნაყოფი მეტად წყლიანია და უხეში კანი აქვს, საწყობში მჟავდება და ნაყოფის შიდადუღილს განიცდის, რის შედეგადაც იგი (ნაყოფი) მომჟაო წყალ–წყალა გემოსი ხდება და როზმარინისათვის დამახასიათებელი ნაზი გემო, ფხვიერი ხორცის შენება და შეხამებული სიტკბო–სიმჟავიანობის კვალიც კი აღარ ატყვია. საზოგადოდ ჭარბტენიან ან უხვი რწყვის პრიობებში (მუხრანში), მძიმე ნიადაგზე, ცივ და ქარიან ადგილებში როზმარინი ყოვლად მიუღებელ ნაყოფს იძლევა. | ამ ხეების პროდუქციის მიხედვით თეთრი როზმარინი ქვემო ქართლში მეტად მცირე ხარისხის ნაყოფს იძლევა. მაგალითად, სკრაში როზმარინის ნაყოფი მეტად წყლიანია და უხეში კანი აქვს, საწყობში მჟავდება და ნაყოფის შიდადუღილს განიცდის, რის შედეგადაც იგი (ნაყოფი) მომჟაო წყალ–წყალა გემოსი ხდება და როზმარინისათვის დამახასიათებელი ნაზი გემო, ფხვიერი ხორცის შენება და შეხამებული სიტკბო–სიმჟავიანობის კვალიც კი აღარ ატყვია. საზოგადოდ ჭარბტენიან ან უხვი რწყვის პრიობებში (მუხრანში), მძიმე ნიადაგზე, ცივ და ქარიან ადგილებში როზმარინი ყოვლად მიუღებელ ნაყოფს იძლევა. | ||
| ხაზი 15: | ხაზი 14: | ||
სამრეწველო ასორტიმენტში მხოლოდ ზოგიერთ რაიონშია და შვებული 3–5%–ის რაოდენობით. | სამრეწველო ასორტიმენტში მხოლოდ ზოგიერთ რაიონშია და შვებული 3–5%–ის რაოდენობით. | ||
| − | |||
ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ხან საკმაოდ მსხვილი, მაღალი შენების, მოგრძო–კვერცხისებრი, ორივე ბოლოში ოდნავ მომრგვალებული; საკმაოდ ბოშად არის მიმაგრებული ყუნწით, რის გამოც ადვილად ცვივა ქარისაგან. ჯამი დახურულია, იშვიათად ნახევრად–ღია; ჯამის ფოთოლაკები მსხვილია; ჯამის ღრუ განიერია და ღრმა. | ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ხან საკმაოდ მსხვილი, მაღალი შენების, მოგრძო–კვერცხისებრი, ორივე ბოლოში ოდნავ მომრგვალებული; საკმაოდ ბოშად არის მიმაგრებული ყუნწით, რის გამოც ადვილად ცვივა ქარისაგან. ჯამი დახურულია, იშვიათად ნახევრად–ღია; ჯამის ფოთოლაკები მსხვილია; ჯამის ღრუ განიერია და ღრმა. | ||
| ხაზი 26: | ხაზი 24: | ||
ჩვენში მიღებულ როზმარინის პროდუქტს არ ახასიათებს ნაზი ბუკეტი და არც კარგი გამძლეობა საწყობში. გემოს მხრივაც არ შეიძლება მივაკუთვნოთ იმ პროდუქტს, რომელსაც იგი თავის სამშობლოში და ზოგიერთ სხვა რაიონში იძლევა. მართალია, არის შემთხვევები, როდესაც ამ ჯიშის საკმაოდ კარგ პროდუქტს ვღებულობთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს. | ჩვენში მიღებულ როზმარინის პროდუქტს არ ახასიათებს ნაზი ბუკეტი და არც კარგი გამძლეობა საწყობში. გემოს მხრივაც არ შეიძლება მივაკუთვნოთ იმ პროდუქტს, რომელსაც იგი თავის სამშობლოში და ზოგიერთ სხვა რაიონში იძლევა. მართალია, არის შემთხვევები, როდესაც ამ ჯიშის საკმაოდ კარგ პროდუქტს ვღებულობთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს. | ||
| − | |||
ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს ან განიერ და ან ვიწრო პირამიდულ ვარჯს, დიდი მსხმოიარობის შედეგად გაზრდილ ხეებს ვარჯი ყოველთვის გადაშლილი აქვს. ახასიათებს თხელი შეფოთვლა და თხელი დატოტვა. | ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს ან განიერ და ან ვიწრო პირამიდულ ვარჯს, დიდი მსხმოიარობის შედეგად გაზრდილ ხეებს ვარჯი ყოველთვის გადაშლილი აქვს. ახასიათებს თხელი შეფოთვლა და თხელი დატოტვა. | ||
| ხაზი 38: | ხაზი 35: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:ვაშლის ჯიშები]] | [[კატეგორია:ვაშლის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:ხილი]] | [[კატეგორია:ხილი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:47, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
როზმარინი – (Rosmarin blanc, Weisser Rosmarin Edelweisser, Mela di Rosmarino. ) როზმარინი სუფრის ძვირფასი ვაშლის სამრეწველო ჯიშია, წარმოშობით სამხრეთ ტიროლიდან. ფართოდ გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ იტალიაში. ევროპის სხვა ქვეყნებშუ იშვიათად გვხვდები. მისი ნაკლები გავრცელების მიზეზია განსაკუთრებული მოთხოვნილება ნიადაგისა და ჰავის პირობებისადმი. იშვიათია ისეთი რაიონი მთელ მსოფლიოში, სადაც თეთრი როზმარინი ისეთი ძვირფასი ხარისხის ნაყოფს იძლეოდეს, როგორსაც თვით ტიროლი იძლევა.
ჩვენში თეთრი როზმარინი კარგა ხანია რაც შემოტანილია; იგი პირველად შემოტანილ ევროპულ ვაშლის ჯიშებთან ერთად უნდა იყოს შემოტანილი, რასაც ადასტურებს მისი დიდი ხნის ძველი გადაბერებული ხეები ჩვენი ძველი მეხილეობის რაიონებში. მისი მაღალი ჯიშობრივი თვისებების მიუხედავად ჩვენში თეთრი როზმარინი ფართოდ არ გავრცელდა, თეთრი როზმარინის ხეები უმთავრესად ზემო ქართლის და სამხრეთ–ოსეთის მეხილეობის რაიონებში გვხვდება; სხვაგან კი გამონაკლისის სახით თითო–ოროლა ხეს თუ შევხვდებით.
ქვემო ქართლში, გორის ახლო–მახლო სოფლებშიაც გვხვდება როზმარინის ძველი ხეები (საქაშეთში, ხიდისთავში, სკრაში, ტყვიავში და სხვ.)
ამ ხეების პროდუქციის მიხედვით თეთრი როზმარინი ქვემო ქართლში მეტად მცირე ხარისხის ნაყოფს იძლევა. მაგალითად, სკრაში როზმარინის ნაყოფი მეტად წყლიანია და უხეში კანი აქვს, საწყობში მჟავდება და ნაყოფის შიდადუღილს განიცდის, რის შედეგადაც იგი (ნაყოფი) მომჟაო წყალ–წყალა გემოსი ხდება და როზმარინისათვის დამახასიათებელი ნაზი გემო, ფხვიერი ხორცის შენება და შეხამებული სიტკბო–სიმჟავიანობის კვალიც კი აღარ ატყვია. საზოგადოდ ჭარბტენიან ან უხვი რწყვის პრიობებში (მუხრანში), მძიმე ნიადაგზე, ცივ და ქარიან ადგილებში როზმარინი ყოვლად მიუღებელ ნაყოფს იძლევა.
თბილი, მყუდრო ადგილ–მდებარეობა, ჰავისა და ნიადაგის ზომიერი ტენიანობა, ნიადაგის კარგი ფიზიკური თვისებები და საკვები ნივთიერებებით სიმდიდრე, მასთან ღრმა ნიადაგები კარგი წყალგამტარი ქვენიადაგებით აუცილებელი პირობაა როზმარინის ჯიშის საწარმოო ხასიათის ნარგავების გასაშენებლად.
სამრეწველო ასორტიმენტში მხოლოდ ზოგიერთ რაიონშია და შვებული 3–5%–ის რაოდენობით.
ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ხან საკმაოდ მსხვილი, მაღალი შენების, მოგრძო–კვერცხისებრი, ორივე ბოლოში ოდნავ მომრგვალებული; საკმაოდ ბოშად არის მიმაგრებული ყუნწით, რის გამოც ადვილად ცვივა ქარისაგან. ჯამი დახურულია, იშვიათად ნახევრად–ღია; ჯამის ფოთოლაკები მსხვილია; ჯამის ღრუ განიერია და ღრმა.
ნაყოფის ყუნწი მოკლეა და საკმაოდ მსხვილი, ღრმა და ვიწრო ღრუშია მოთავსებული.
ნაყოფის კანი თხელია, საკმაოდ მკვრივი, გლუვი და ნაზი, ნაყოფის ზედაპირი დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით. ცხიმოვანია. კანის ფერი მოთეთრო–მოყვითალოა, ბაცი იისფერი ზოლებითა და ხაზებით. ნაყოფი მთლიანად დაფარულია მსხვილი მოთეთრო ფერის წერტილებით, რაც მეტად დამახასიათებელია როზმარინისათვის; მოკრეფისას ნაყოფი უფრო მომწვანო–თეთრია, საწყობში კი ღებულობს მიმზიდავ შეფერვას და ინვითარებს ნაზ სურნელებას.
ნაყოფის ხორცი თეთრია, ძლიერ ნაზი, წვნიანი, სასიამოვნო მომჟავო–მოტკბო გემოთი და იშვიათი ნაზი სასიამოვნო, როზმარინისათვის დამახასიათებელი სურნელებით.
ჩვენში მიღებულ როზმარინის პროდუქტს არ ახასიათებს ნაზი ბუკეტი და არც კარგი გამძლეობა საწყობში. გემოს მხრივაც არ შეიძლება მივაკუთვნოთ იმ პროდუქტს, რომელსაც იგი თავის სამშობლოში და ზოგიერთ სხვა რაიონში იძლევა. მართალია, არის შემთხვევები, როდესაც ამ ჯიშის საკმაოდ კარგ პროდუქტს ვღებულობთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს.
ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს ან განიერ და ან ვიწრო პირამიდულ ვარჯს, დიდი მსხმოიარობის შედეგად გაზრდილ ხეებს ვარჯი ყოველთვის გადაშლილი აქვს. ახასიათებს თხელი შეფოთვლა და თხელი დატოტვა.
ყვავილობის პერიოდი ადრეული აქვს. ყვავილი თვითსტერილი. მისი კარგი გამანაყოფიერებლებია: კანდილ სინაპი, ორლეანური რენეტი და შამპანური რენეტი.
თვით ყვავილი მსხვილი, ლამაზი და მოთეთრო აქვს. ყინვების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა. მოსავლის მოცემას იწყებს მეტად გვიან მე–14–16 წელს, მაგრამ უცბად შედის უხვ მოსავლიანობაში; დუსენზე დამყნილი კი მე–9–10 წელს უკვე მსხმოიარობს. თეთრი როზმარინი უხვმოსავლიან, მაგრამ ძლიერ მეწლეურ ჯიშად უნდა ჩავთვალოთ. იგი ადვილად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, ქეცითა და ნაცრით. ნაგალა საძირეზე დამყნილი იძლევა ძლიერ ეფექტიან, მსხვილ და ამასთანავე ლამაზ ნაყოფსაც. ხე არ ხასიათდება ხანგრძლივი სიცოცხლის უნარიანობით. ხშირად თხოულობს გაახალგაზრდავებას.