არაბული გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: გიორგი არაბული '''არაბული გიორგი''' – (1991), ქართ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი არაბული“ გადაიტანა გვერდზე „არაბული გიორგი“ გადამისამ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 18:50, 18 თებერვალი 2022 მდგომარეობით
არაბული გიორგი – (1991), ქართველი პოეტი, რეჟისორი. დაიბადა ხევსურეთში, სწავლობდა ჯერ ბარისახოს (1997-2007) და შემდეგ შატილის სკოლაში (2007-2009). 2009-2013 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. 2013 წლიდან არის დუშეთის თეატრის მთავარი რეჟისორი; 2012 წელს დაიბეჭდა მისი სადებიუტო ლექსების კრებული „გზაზე გასვლა“, 2017 წელს კი გამოიცა მისი მეორე კრებული – „გვრინი“.
- * * *
- შენ გიდგას ჩემი ნეკნი და
- ჩემ გვერდით ზიხარ, სუნთქავ და ცხოვრობ…
- და ვიდრე ჩემი ტანიდან გახვალ,
- მანამდე ძილი მოგიღებს ბოლოს.…
- ძილში სურვილი გვიჩნდება ძერწვის,
- ვძერწავთ ჩვენს ოთახს, სახლსა და სოროს.…
- გახსოვდეს, ჩემი ერთ-ერთი ნეკნი
- შენს მიუწვდომელ სხეულში ცოცხლობს.