ბიბილაშვილი ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ზაზა ბიბილაშვილი '''ბიბილაშვილი ზაზა''' – (1972),...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
::ლოყის მკლავზე შემოდება, | ::ლოყის მკლავზე შემოდება, | ||
::გარეთ გახვალ, ნახავ, | ::გარეთ გახვალ, ნახავ, | ||
| − | ::შენი შემოდგომა გელოდება | + | ::შენი შემოდგომა გელოდება – |
::ძველებურად ფერყვითელი, | ::ძველებურად ფერყვითელი, | ||
::სუნსველი და გემომწიფე | ::სუნსველი და გემომწიფე | ||
::ფეხქვეშ ისევ დაძენძილი | ::ფეხქვეშ ისევ დაძენძილი | ||
| − | ::ნოხის ნაფლეთს შემოგიფენს | + | ::ნოხის ნაფლეთს შემოგიფენს – |
::ნიავქარში სადარბაზოს | ::ნიავქარში სადარბაზოს | ||
::ღია კარში შემოხვეტილს, | ::ღია კარში შემოხვეტილს, | ||
| − | ::და გგონია, გარეთ იყავ | + | ::და გგონია, გარეთ იყავ – |
| − | ::სახლში ახლა შემოხვედი | + | ::სახლში ახლა შემოხვედი – |
::სადაც შენი სული ფხიზლობს | ::სადაც შენი სული ფხიზლობს | ||
::ან ფხიზელი ძილით სძინავს, | ::ან ფხიზელი ძილით სძინავს, | ||
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
::შენი ომით, შენი ნდომით, | ::შენი ომით, შენი ნდომით, | ||
::და ამანაც შეგიფარა, | ::და ამანაც შეგიფარა, | ||
| − | ::თანაც | + | ::თანაც – მთელი შემოდგომით... |
::გული აგიჩუყდება და | ::გული აგიჩუყდება და | ||
| − | ::მოგივა და შეგიხტება | + | ::მოგივა და შეგიხტება – |
| − | ::ასე იცის შემოდგომამ | + | ::ასე იცის შემოდგომამ – |
::შეგიჩვევს და შენი ხდება. | ::შეგიჩვევს და შენი ხდება. | ||
| − | ::მაგრამ განა მარტო მაგან | + | ::მაგრამ განა მარტო მაგან – |
::ყინვის ეტლით ნასერი ცის | ::ყინვის ეტლით ნასერი ცის | ||
::ზამთარმა და გაზაფხულმა | ::ზამთარმა და გაზაფხულმა | ||
::და ზაფხულმაც ასე იცის. | ::და ზაფხულმაც ასე იცის. | ||
::ასე იცის ამქვეყანამ, | ::ასე იცის ამქვეყანამ, | ||
| − | ::სათნოა თუ მურდალია | + | ::სათნოა თუ მურდალია – |
::თავის პანოს, ხვატით დამწვარს | ::თავის პანოს, ხვატით დამწვარს | ||
::თუ ყინულის სუდარიანს, | ::თუ ყინულის სუდარიანს, | ||
| ხაზი 46: | ხაზი 46: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქართველი მწერლები] | + | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] |
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | ||
[[კატეგორია:ბიბილაშვილები]] | [[კატეგორია:ბიბილაშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:07, 8 აპრილი 2022 მდგომარეობით
ბიბილაშვილი ზაზა – (1972), ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ კარალეთში (გორი). 1994 წ დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო: პრესის და სამხედრო ჟურნალისტი, რედაქტორი; სატირულ-იუმორისტული ტელეპროგრამების ავტორი, რედაქტორი და სცენარისტი; კინოსცენარისტი. ავტორია პოეტური, პროზაული და ესეისტური კრებულებისა: „ნუ მესიზმრები, რაა!“ (ლექსები, 1999), „ჩემი მდოგვის მარცვალი“ (ლექსები, 2009), „კონგო ანუ ზაირი“ (ნოველები, 2014), „პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, და დანარჩენი“ (ჩანაწერები, 2016), „ფაზლი“ (ლექსები, 2018).
- ასე იციან
- დაგღლის ტანის დივანზე და
- ლოყის მკლავზე შემოდება,
- გარეთ გახვალ, ნახავ,
- შენი შემოდგომა გელოდება –
- ძველებურად ფერყვითელი,
- სუნსველი და გემომწიფე
- ფეხქვეშ ისევ დაძენძილი
- ნოხის ნაფლეთს შემოგიფენს –
- ნიავქარში სადარბაზოს
- ღია კარში შემოხვეტილს,
- და გგონია, გარეთ იყავ –
- სახლში ახლა შემოხვედი –
- სადაც შენი სული ფხიზლობს
- ან ფხიზელი ძილით სძინავს,
- შემოსულხარ რაკი შარშან,
- იმის წინ და წინის წინაც,
- შენი დარდის ეკალ-ბარდით,
- შენი ომით, შენი ნდომით,
- და ამანაც შეგიფარა,
- თანაც – მთელი შემოდგომით...
- გული აგიჩუყდება და
- მოგივა და შეგიხტება –
- ასე იცის შემოდგომამ –
- შეგიჩვევს და შენი ხდება.
- მაგრამ განა მარტო მაგან –
- ყინვის ეტლით ნასერი ცის
- ზამთარმა და გაზაფხულმა
- და ზაფხულმაც ასე იცის.
- ასე იცის ამქვეყანამ,
- სათნოა თუ მურდალია –
- თავის პანოს, ხვატით დამწვარს
- თუ ყინულის სუდარიანს,
- პროზის მსუყე საფლობებს თუ
- პოეზიის მიმქრალ ტონებს
- შეგაჩვევს და შეგიჩვევს და
- მერე უცებ მიგატოვებს