გასვიანი ნანა
(ახალი გვერდი: ნანა გასვიანი '''გასვიანი ნანა''' – (1965), პოეტი დ...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
::მოვარწევ კვაზივარსკვლავურ ბორანს | ::მოვარწევ კვაზივარსკვლავურ ბორანს | ||
::და პლანეტების ევდემონიზმურ ქოშინს, | ::და პლანეტების ევდემონიზმურ ქოშინს, | ||
− | ქორონიკონი გლახის კვარივით ბოლავს. | + | ::ქორონიკონი გლახის კვარივით ბოლავს. |
::სად ხარ! – | ::სად ხარ! – | ||
::მოვდენი ცაზე ცეცხლოვან ვერძებს, | ::მოვდენი ცაზე ცეცხლოვან ვერძებს, | ||
ხაზი 34: | ხაზი 34: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
+ | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია:გასვიანები]] | [[კატეგორია:გასვიანები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:35, 28 აპრილი 2022 მდგომარეობით
გასვიანი ნანა – (1965), პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ცაგერში. დაამთავრა ქუთაისის 33-ე საშუალო სკოლა და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა საქალაქო გაზეთ „ქუთაისში.“ შემდგომ იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში (ჟურნალები: „განთიადი“, „მნათობი“, „ლიტერატურული გაზეთი“ და სხვ.) 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისში დააფუძნა ხელოვანთა კავშირი „მარიოტა“, რომლის პრეზიდენტია 2001 წლიდან. იყო ამ კავშირის სალიტერატურო ჟურნალის „ი/ა“ რედაქტორი. ავტორია პოეტური კრებულებისა: „მებოძირი” (2006) და „რაც მზის წინ იყო“ (2017); არის საბავშვო ლექსების კრებულის „ლილე“ თანაავტორი და რედაქტორი, 1980-90-იანი წლების ქუთაისის ლიტერატურული თაობების ანთოლოგიის თანაშემდგენელი და რედაქტორი. თარგმნილი აქვს მილან კუნდერას, ხორსე ლუის ბორხესის, ვლადიმერ ნაბოკოვისა და სხვათა ნაწარმოებები, რომლებიც დაბეჭდილია ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
- ძახილი
- ეჰეი!.. ვყვირი გალაქტიკების თქორში,
- სად ხარ! –
- მოვარწევ კვაზივარსკვლავურ ბორანს
- და პლანეტების ევდემონიზმურ ქოშინს,
- ქორონიკონი გლახის კვარივით ბოლავს.
- სად ხარ! –
- მოვდენი ცაზე ცეცხლოვან ვერძებს,
- მიწას მთოვარის ჭუტი ციაგი კალავს,
- დალიონების შარავანდედში მეძებ,
- მარგალიტების მთებშუა მიშლი კარავს.
- დამბადებელო, რისთვის კეისრის წილი?
- კაფავ და ჩეხავ ჩემი სიზმრების ახოს,
- იქნებ მოხვიდე გზააბნეული მწირი
- და ერთხელ ჩემი წყალდიდობები ნახო.
- პატრიარქალურს დაგახვედრებდი საფარს,
- ბამბუკის ქოხს და ქოხთან ვენერას ტბორებს,
- დროის ცხენების ჩაფრენილი ხარ ფაფარს
- და გზებზე სისხლის ედელვაისებს ტოვებ.
- მე კი – ეჰეი!.. გალაქტიკების მიღმა
- ისევ გიხმობ და მოვერეკები აწმყოს
- და რიგრიგობით ყველა მიწიერ ნიღაბს
- მდუმარედ ვიხდი
- და შენს ფეხებთან ვაწყობ.