დარბუაშვილი შოთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დარბუაშვილი შოთა“ გადაიტანა გვერდზე „შოთა დარბუაშვილი“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დარბუაშვილი შოთა''' – (1955), პოეტი, ჟურნალისტი, მუსიკოსი. დაიბადა ცხინვალში. 1979 წელს დაამთავრა | + | [[ფაილი:Shota dabruashvili.PNG|thumb|დარბუაშვილი შოთა]] |
| + | '''დარბუაშვილი შოთა''' – (1955), პოეტი, ჟურნალისტი, მუსიკოსი. დაიბადა ცხინვალში. 1979 წელს დაამთავრა [[ცხინვალი]]ს სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1970-იან წლებში. თანამოაზრეებთან ერთად შექმნა როკ-ჯგუფი „ბონვარონი” (ცისკრის ვარსკვლავი). იყო ამავე ჯგუფის დრამერი – სოლისტი. 1974 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. მისი ლექსები, წერილები იბეჭდებოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, 1994 წელს მიღებული აქვს ჟურნალ „ნობათის” პრემია. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: „სამაჩაბლოში ქართლის ცრემლია” (1992), „ლტოლვილი მქვია” (1994), „წარსულის ნაამბორალი” (2000), „მივიწყებული წალკოტი” (2007). | ||
მიმდინარე ცვლილება 15:30, 18 აპრილი 2024 მდგომარეობით
დარბუაშვილი შოთა – (1955), პოეტი, ჟურნალისტი, მუსიკოსი. დაიბადა ცხინვალში. 1979 წელს დაამთავრა ცხინვალის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1970-იან წლებში. თანამოაზრეებთან ერთად შექმნა როკ-ჯგუფი „ბონვარონი” (ცისკრის ვარსკვლავი). იყო ამავე ჯგუფის დრამერი – სოლისტი. 1974 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. მისი ლექსები, წერილები იბეჭდებოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, 1994 წელს მიღებული აქვს ჟურნალ „ნობათის” პრემია. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: „სამაჩაბლოში ქართლის ცრემლია” (1992), „ლტოლვილი მქვია” (1994), „წარსულის ნაამბორალი” (2000), „მივიწყებული წალკოტი” (2007).
- მე და თოვლი
- თოვს და ქუჩები აივსო თოვლით
- და გაინაბა ცხინვალი თეთრად,
- ჩემში შემოდის სიმშვიდე თოვლის
- და მე და თოვლი დავდივართ ერთად.
- თოვლზე ეშვება ფიფქი ზოზინით,
- ფიფქები სულის ცხელი ცრემლია,
- თოვლი, მფარველი ანგელოზივით,
- ჩემი ქალაქის თეთრი მცველია...
- და მაინც, ასე რად მენატრები,
- რას მესიზმრები მუდამ ეული!..
- და მერე ცხადშიც რად მელანდები
- ხან მიწიერი, ხან მთვარეული...
- ვით დიდი მადლი, შენა ხარ ჩემში
- და მე, ამაყი შენი ღირსებით,
- ჩემი ცხოვრების თეთრ მოსახვევში
- თოვლის სპეტაკი სუნთქვით ვივსები,
- თოვს და აივსო თოვლით ქუჩები
- და გაირინდა ცხინვალი თეთრად,
- თეთრი სიმშვიდე არ მეურჩება
- და მე და თოვლი დავდივართ ერთად...