ვაშაკიძე ზოია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ზოია ვაშაკიძე '''ვაშაკიძე ზოია''' − (1938), პოეტი. დაი...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Example.png|thumb|ზოია ვაშაკიძე]]
+
[[ფაილი:Zoia vashakidze.JPG|thumb|ზოია ვაშაკიძე]]
'''ვაშაკიძე ზოია''' − (1938),  პოეტი. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედია) გამოცემული აქვს კრებულები: „საქართველოს იმედი ხარ”, „რჩეული ლირიკ”, „ხატის წინ ჩურჩულით ნათქვამი” და „ჩემი ჯიხაიში”.  
+
'''ვაშაკიძე ზოია''' − (1938),  პოეტი. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში ([[სამტრედია]]) გამოცემული აქვს კრებულები: „საქართველოს იმედი ხარ”, „რჩეული ლირიკ”, „ხატის წინ ჩურჩულით ნათქვამი” და „ჩემი ჯიხაიში”.  
  
  

მიმდინარე ცვლილება 23:50, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

ზოია ვაშაკიძე

ვაშაკიძე ზოია − (1938), პოეტი. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედია) გამოცემული აქვს კრებულები: „საქართველოს იმედი ხარ”, „რჩეული ლირიკ”, „ხატის წინ ჩურჩულით ნათქვამი” და „ჩემი ჯიხაიში”.


ტკბილი ზღაპრების ქვეყანა ვრცელი
მომელანდება თეთრი ღრუბელი
წევს ბატკანივით გელათის თავზე,
რიონის პირთან მთვარის დარბაზი –
ფალიაშვილის მუსიკით სავსე
და ჩამავალი მზის სანთლით ხელში
მშვიდი საღამო, ჭალაში მდგარი,
იასამანის ყვავილზე თრთოლვა
გალაკტიონის ლექსების ქარის...
გუბისწყლის ჩუმი ტალღების ღელვა
და გაღიმება ტყემლების რტოთა,
კვიპაროსების, ძელქვების ჩრდილში
ნიკოლაძეთა ლამაზი ოდა.
მომელანდება ჩემი ბავშვობა −
ტკბილი ზღაპრების ქვეყანა ვრცელი,
და ქლიავისფერ იმერულ დღეებს
მონატრებული ვუგზავნი წერილს.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები