ზომლეთელი ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნოე ქურიძე“ გადაიტანა გვერდზე „ზომლეთელი ნოე“ გადამისამართებ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Zomleteli noe.JPG|thumb|ნოე ზომლეთელი]]
 
[[ფაილი:Zomleteli noe.JPG|thumb|ნოე ზომლეთელი]]
'''ზომლეთელი ნოე''' − (1880 − 1938), პოეტი. ნამდვილი გვარი − ქურიძე. დაიბადა სოფელ ზომლეთში (ჩოხატაური). 1900 წელს დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია. მუშაობდა მასწავლებლად. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1899 წელს. 1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ „კვალთან”. 1905–1907 წწ რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა („ალექსანდრე წულუკიძის ხსოვნას”, 1906; „პოეტი”, 1913; „მშვიდობა ქოხებს”, 1921 და სხვა.). ლექსების პირველი კრებული 1924 წელს გამოაქვეყნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ლიტერატურული ჯგუფის „პროლეტარული მწერლობის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნოე ზომლეთელის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევოლუციური ბრძოლა, წერდა, აგრეთვე, სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს. „აი ჩვენი გურია, ო, რა დახლართულია!“
+
'''ზომლეთელი ნოე''' − (1880 − 1938), პოეტი. ნამდვილი გვარი − ქურიძე. დაიბადა სოფელ ზომლეთში ([[ჩოხატაური]]). 1900 წელს დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია. მუშაობდა მასწავლებლად. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1899 წელს. 1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ „კვალთან”. 1905–1907 წწ რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა („ალექსანდრე წულუკიძის ხსოვნას”, 1906; „პოეტი”, 1913; „მშვიდობა ქოხებს”, 1921 და სხვა.). ლექსების პირველი კრებული 1924 წელს გამოაქვეყნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ლიტერატურული ჯგუფის „პროლეტარული მწერლობის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნოე ზომლეთელის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევოლუციური ბრძოლა, წერდა, აგრეთვე, სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს. „აი ჩვენი გურია, ო, რა დახლართულია!“
  
  

მიმდინარე ცვლილება 16:16, 19 აპრილი 2024 მდგომარეობით

ნოე ზომლეთელი

ზომლეთელი ნოე − (1880 − 1938), პოეტი. ნამდვილი გვარი − ქურიძე. დაიბადა სოფელ ზომლეთში (ჩოხატაური). 1900 წელს დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია. მუშაობდა მასწავლებლად. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1899 წელს. 1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ „კვალთან”. 1905–1907 წწ რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა („ალექსანდრე წულუკიძის ხსოვნას”, 1906; „პოეტი”, 1913; „მშვიდობა ქოხებს”, 1921 და სხვა.). ლექსების პირველი კრებული 1924 წელს გამოაქვეყნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ლიტერატურული ჯგუფის „პროლეტარული მწერლობის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნოე ზომლეთელის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევოლუციური ბრძოლა, წერდა, აგრეთვე, სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს. „აი ჩვენი გურია, ო, რა დახლართულია!“


ხალხური
ჯუმათის წვერი და საყორნია,
გადმოსაყარა და განდრეკილი,
სომლიას თხემი ცად უტყორცნია
და დგას გრძელგორი გადაზნექილი.
სუფსას შეერთვის გუბაზეული
და გუბაზეულს ცელქი კალაშა,
იქ ბახვის წყალიც ანაზდეული
მოშხუის სწრაფად ზვირთმოთამაშე.
ქვევით ნატანებს გზა დაუქნია,
მას ეტმასნება ანკარა ჟუჟი,
ამათთან ბრძოლა ერთობ უქმია:
ვერ უძლებს გზაში რკინა და თუჯი!
სიცოცხლე სწრაფი, სიკვდილი ხშირი,
ხალხი მოძრავი და გაბედული,
წაბლის ფიცარი, როკის ნახშირი,
ოზურგეთი და მელიქედური...
ტირფა ზაფხული და გაზაფხული,
შემოდგომა კი - მუდამ მტირალი,
ზამთარი თეთრქუდჩამოფაფხული
და სახიფათო ნასაკირალი.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები