ყურის რადიოლოგიური გამოკვლევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''ყურის რადი...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 31: ხაზი 31:
 
[[კატეგორია:ყურის გამოკვლევა]]
 
[[კატეგორია:ყურის გამოკვლევა]]
 
[[კატეგორია:ყური]]
 
[[კატეგორია:ყური]]
 +
[[კატეგორია:სამედიცინო კვლევები]]

მიმდინარე ცვლილება 11:33, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

ყურის რადიოლოგიური გამოკვლევა − ყურის რადიოლოგიური გამოკვლევა იძლევა უამრავ ინფორმაციას ძვლოვან სტრუქტურაზე, რომელიც გარეთა, შუა და შიდა ყურის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. განსაკუთრებული ინფორმაციულობით გამოირჩევა რადიოლოგიური კვლევა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ძვლოვანი სტრუქტურის დაშლას, ოსტეიტს, ან ტრავმულ დაზიანებებს.

სტანდარტული რადიოლოგიური პროექცია, რომელიც საშუალებას იძლევა შუა ყურის დაზიანება დაფიქსირდეს, შულერის პროექციაა.

ტომოდენსიტომეტრიამ ყველა დანარჩენი რადიოლოგიური გამოკვლევა გვერდზე გასწია და ყველაზე კარგი სახელი დაიმკვიდრა ოტოლოგიურ კვლევებში. მისი მეშვეობით შესაძლებელია მილიმეტრიანი ჭრილების სხვადასხვა პროექციაში ვიზუალიზაცია, რაც მასტოიდის და ტემპორალური ძვლის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს.

საჭიროების შემთხვევაში იყენებენ კონტრასტულ ნივთიერებას, რაც კიდევ უფრო აზუსტებს კვლევას.

კოხლეო-ვესტიბულარული ნიშნების და დაზიანების ტოპოგრაფიის შეფარდება

გარეთა ყური შუა ყური ლაბირინთი სმენის VIII ნერვი ცენტრალური
სასმენი აპარატი ტრანსმისიული სიყრუე ტრანსმისიული სიყრუე პერცეფციული სიყრუე პერცეფციული სიყრუე პერცეფციული სიყრუე
ვესტიბულარული აპარატი არანაირი პათოლოგია არანაირი პათოლოგია პერიფერიული-ვესტიბულარული ნიშნები პერიფერიული ვესტიბულარული ნიშნები ნისტაგმით ცენტრალური ნიშნები ნისტაგმით

ელექტრომაგნიტური რეზონანსი (MRI) გამოიყენება ორ შემთხვევაში:

— ნევრინომის გამოსავლენად;
— რბილი ქსოვილების დაზიანების დასაზუსტებლად;

[რედაქტირება] წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები