ანგლიკანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 10 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ანგლიკანელობა''' - ინგლისის ეკლესიის ინსტიტუციათა და მოძღვრებათა ერთობლიობა. იგი 1534 წ. მეფე ჰენრი VII-დან დაწყებული ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებს მეფეს.
+
'''ანგლიკანელობა''' - ინგლისის [[ეკლესია|ეკლესიის]] ინსტიტუციათა და მოძღვრებათა ერთობლიობა. იგი 1534 წ. მეფე ჰენრი VII-დან დაწყებული ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებს მეფეს.
  
ანგლიკანელობა, ასევე, აღნიშნავს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების „ანგლიკანურ ერთიანობასა“ და კენტერბერის მთავარეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიათა ერთობლიობას.  
+
====ისტორია====
 +
ანგლიკანური ეკლესია თავისი არსებობის 440 წლის მანძილზე ხან პროტესტანტულ ტრადიციას უახლოვდებოდა, ხან - კათოლიკურს. მიმართულებას ძირითადად იმჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებდა. როცა ცნობილი ისტორიული სკანდალის შედეგად ჰენრი VIII-მ პაპისაგან განქორწინების უფლება ვერ მოიპოვა, ჟინიანმა მონარქმა თავი ინგლისის [[კათოლიკე ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] მეთაურად გამოაცხადა. იგი სიკვდილამდე [[პროტესტანტობა|პროტესტანტებს]] სდევნიდა და იმ რწმენით დაამთავრა სიცოცხლე, რომ ჭეშმარიტი კათოლიკე იყო. მისი ქალიშვილის, ელისაბედ I-ის, დროს პროტესტანტულმა ტენდენციამ იმძლავრა - მთავარეპისკოპოსმა პარკერმა დედოფლის დავალებით 39 პუნქტიანი წესდება შეადგინა, რომელიც დღემდე მოქმედებს და რომელიც ანგლიკანიზმის საფუძველთასაფუძველს წარმოადგენს. ეს მოძღვრება აშკარად განსხვავდება როგორც კათოლიკობისაგან, ისე - პროტესტანტიზმისაგან, მაგრამ ორივე ამ წყაროთი საზრდოობს. როცა ინგლისი თავისი სამხედრო ძალით ჰაბსბურგების დინასტიას აღუდგა წინ, რომის პაპმა ელისაბედ I შეაჩვენა. თავის მხრივ, სამეფო ხელისუფლებამ მკაცრი დევნა გააჩაღა იმათ წინააღმდეგ, ვინც ანგლიკანურ ღმრთისმსახურებას არ ესწრებოდა (რამდენჯერმე ეს სიკვდილით დასჯითაც კი დამთავრდა). შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ანტიკათოლიკური კანონმდებლობას ძალა არ დაუკარგავს, - მართალია, XVII საუკუნის მიწურულისათვის რჯულთშემწყნარებლობა გამოცხადდა, მაგრამ სინდისის ფაქტობრივი თავისუფლება ინგლისელმა კათოლიკეებმა მხოლოდ 1829 წელს მოიპოვეს.
  
ანგლიკანიზმის ფესვები 1215 წლის დოკუმენტში, „თავისუფლების დიდ ქარტიაში“ (Magna carta libertatum), შეიძლება მოიძებნოს. რომის ეკლესიასთან სქიზმა 1534 წელს მოხდა, როდესაც ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა „უზენაესობის აქტი“, რომელიც მეფე ჰენრი VIII-ს (და ტახტის მომდევნო მემკვიდრეებს) ინგლისის ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებდა (supreme head in earth of England). რომთან განხეთქილება განაახლა დედოფალმა ელისაბედ I-მა (1558-1603) დოკუმენტით „თანაბრობის აქტი“ (1559) და ეგრეთ წოდებული 39 მუხლით (1563). ანგლიკანელობაში სწრაფად გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციები (რაც ეკონომიკურ-სიციალური ვითარებითაც იყო განპირობებული), რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა:
+
====ანგლიკანობა და კათოლიციზმი====
 +
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კათოლიკე და ანგლიკანური ეკლესიები ერთმანეთისაკენ სულ უფრო და უფრო დაახლოების გზით მიდიოდნენ, მაგარამ ქალთა მღვდლად ხელდასხმამ ანგლიკანური ქანქარა ისევ პროტესტანტიზმისაკენ გადახარა. სიმართლე რომ ითქვას, სხვაგვარად კათოლიკეებსა და ანგლიკანებს ერთმანეთისაგან უმნიშვნელო განსხვავებანი მიჯნავს (მაგალითად, ანგლიკანები, [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლების]] მსგავსად, არ ცნობენ [[სამოთხე|სამოთხესა]] და ჯოჯოხეთს შორის [[სალხინებელი|სალხინებელს]] ანუ განსაწმენდელს ანდა პაპის უცდომელობის [[დოგმა|დოგმას]]). რაც შეეხება ღმრთისმსახურებას, [[ლიტურგია|ლიტურგიკაში]] განსაკუთრებით ღრმად უნდა იყოს ჩახედული ადამიანი, რომ ვესტმინსტერის სააბატოდან ტელევიზიით გადმოცემული [[რიტუალი]] რომელიმე კათოლიკური ტაძრის წირვისაგან გაარჩიოს, - განსხვავება მხოლოდ რამდენიმე წინადადებას შეეხება. ზოგიერთ რადიკალ ინგლისელ კათოლიკეს ხან იმის თქმაც უყვარს ხოლმე, რომ ანგლიკანური ეკლესია ცოტათი ხუმრობას ჰგავს, რომელიც ნამდვილად არ აღმოცენდებოდა, რომ არა ჰენრი VIII-ის მრავალცოლიანობა და დინასტიური ამბიციები.
  
ა) მაღალი ეკლესია (High Church), რომელმაც მეტი ერთიანობა შეინარჩუნა კათოლიკე ეკლესიასთან როგორც ლიტურგიული, ისე საეკლესიო ორგანიზაციის თვალსაზრისით;
+
სოფლად საზღვარი ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის არც შეიმჩნევა, საქველმოქმედო რელიგიური ორგანიზაციებიც ერთად მოქმედებენ და ერთადაც ლოცულობენ. განსხვავება და შეუთავსებელი მენტალობა ძირითადად ინტელექტუალთა შორის მჟღავნდება. მაგალითად, ანგლიკანისათვის საფუძველშივეა მიუღებელი რომის ეკლესიის დამოკიდებულება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა, აბორტების, ცელიბატისა და ჰომოეროტიზმის მიმართ. - თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მრავალსაუკუნოვან თეოლოგიურ ბრძოლებში გამოწრთობილ და დახვეწილ კათოლიკობას დღეს ყველაზე მეტი თავისმტვრევა და ოფლისღვრა სწორედ ამ საკითხების გამო უხდება და საკუთარ რიგებშიც უთანხმოებას, უპირველეს ყოვლისა, ეს პრობლემები წარმოშობს. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ [[ვატიკანი|ვატიკანმა]] ნება დართო ზოგიერთ ცოლიან ყოფილ ანგლიკან [[მღვდელი|მღვდელს]] - კათოლიკობის მიღების შემდეგ - სასულიერო პირად გაეგრძელებინა მოღვაწეობა. ამიტომ იმ ინგლისელებმა, ვინც სამღვდელო მოწოდებას გრძნობს, მაგრამ დაქორწინება სურს, ამგვარ ხერხს მიმართეს: ცოლის მოყვანის შემდეგ ანგლიკან მღვდლებად ეკურთხებიან, შემდგომ კი კათოლიკე ეკლესიას მიაშურებენ ხოლმე.
  
ბ) დაბალი ეკლესია (Low Church), რომელიც ხაზს უსვამს პროტესტანტიზმის ინოვაციურ იდეებს და მხარს უჭერს პრესვიტერულ პროტესტანტიზმთან სოლიდარობას;
+
ანგლიკანების სიამაყე პატრიოტულ გრძნობებთანაა შერწყმული, - მათ მიაჩნიათ, რომ ინგლისმა თავისი ენის, პოლიტიკური სისტემისა და კანონმდებლობის წარმატებული ექსპორტირება სწორედ არაკათოლიკური გზით სიარულის გამო მოახერხა, ხოლო ამ გზიდან გადახვევა კარგი ინგლისური ტრადიციების ღალატის ტოლფასია. ანგლიკანური ეკლესია მჭიდროდაა გადაჯაჭვული სახელმწიფო სტრუქტურასთან, - ეკლესიის სულიერი მეთაურის, კენტერბერის მთავარეპისკოპოსის, არჩევისას გადამწყვეტი [[სიტყვა]] პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, ეპისკოპოსებს პარლამენტი ამტკიცებს, ეკლესიის სათავეში კი ფორმალურად მონარქი დგას - მეფე ან დედოფალი, თუნდაც თავად იგი ურწმუნო იყოს. თუმცა ბევრ ინგლისელს მიაჩნია, რომ დღევანდელი მონარქი - ელისაბედ II სწორედ სახარების მიხედვით ცხოვრობს, თუნდაც იმიტომ, რომ სამეფო ოჯახში იგი ერთადერთია, რომელიც ქრისტიანული ცოლქმრობის პრინციპებს მისდევს.
  
გ) ფართო ეკლესია (Broad Church), რომელსაც დღეს „ლიბერალურს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი ღიაა თავისუფალი ინტერპრეტაციის პოზიციათა მიმართ, რომლებიც უპირისპირდება მკაცრ მართლმორწმუნეობას.  
+
ბევრისათვის მაინც გაუგებარი და მიუღებელია ანგლიკანური ეკლესიის მეთაურთა მეტისმეტი ლიბერალიზმი, - ინგლისელები დემოკრატიასთან ერთად ტრადიციასაც სცემენ პატივს, - ამიტომ ანგლიკანი ეპისკოპოსის, ჯენკინსის, სენსაციურმა შეხედულებებმა მხოლოდ ავნო მის ეკლესიას: იგი ხან უბიწოდ ჩასახვაში შეეჭვდებოდა ხოლმე, ხან აღდგომა ან უფლის მეორედ მოსვლა მიაჩნდა სათუოდ. სანამ დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე გაისტუმრეს, მან ის მაინც მოასწრო, რომ ბეთლემის ვარსკვლავის და აღმოსავლელი მოგვების ისტორიულობა უარეყო.
  
დღეს ანგლიკანელობა მოიცავს ხალხებს, რომლებიც დედოფალს საკუთარი ეკლესიის მეთაურად აღიარებენ; მას დაახლოებით 65 მილიონი მორწმუნე იზიარებს. საეპისკოპოსოები (საერთო ჯამში 365 დიოცეზი) კენტერბერის მოქმედ მთავარეპისკოპოსს ექვემდებარება. ინგლისის ეკლესიის კანონმდებელი ორგანოა ეპისკოპოსთა, მღვდელთა და საეროთა სამი პალატისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეა. ინგლისის ეკლესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მოითხოვს პარლამენტის დადასტურებასა და მონარქისეულ რატიფიკაციას.
+
== წყარო ==
 +
* ღაღანიძე მერაბ. რწმენისა და იმედის გზაზე : 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
 +
* [[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]]
  
 
 
 
 
 
== წყარო ==
 
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“
 
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 +
[[კატეგორია:ქრისტიანული რელიგიები]]
 +
[[კატეგორია:პროტესტანტიზმი]]
 +
[[კატეგორია:რელიგიები]]
 +
[[კატეგორია:ანგლიკანელობა]]

მიმდინარე ცვლილება 00:59, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ანგლიკანელობა - ინგლისის ეკლესიის ინსტიტუციათა და მოძღვრებათა ერთობლიობა. იგი 1534 წ. მეფე ჰენრი VII-დან დაწყებული ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებს მეფეს.

[რედაქტირება] ისტორია

ანგლიკანური ეკლესია თავისი არსებობის 440 წლის მანძილზე ხან პროტესტანტულ ტრადიციას უახლოვდებოდა, ხან - კათოლიკურს. მიმართულებას ძირითადად იმჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებდა. როცა ცნობილი ისტორიული სკანდალის შედეგად ჰენრი VIII-მ პაპისაგან განქორწინების უფლება ვერ მოიპოვა, ჟინიანმა მონარქმა თავი ინგლისის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. იგი სიკვდილამდე პროტესტანტებს სდევნიდა და იმ რწმენით დაამთავრა სიცოცხლე, რომ ჭეშმარიტი კათოლიკე იყო. მისი ქალიშვილის, ელისაბედ I-ის, დროს პროტესტანტულმა ტენდენციამ იმძლავრა - მთავარეპისკოპოსმა პარკერმა დედოფლის დავალებით 39 პუნქტიანი წესდება შეადგინა, რომელიც დღემდე მოქმედებს და რომელიც ანგლიკანიზმის საფუძველთასაფუძველს წარმოადგენს. ეს მოძღვრება აშკარად განსხვავდება როგორც კათოლიკობისაგან, ისე - პროტესტანტიზმისაგან, მაგრამ ორივე ამ წყაროთი საზრდოობს. როცა ინგლისი თავისი სამხედრო ძალით ჰაბსბურგების დინასტიას აღუდგა წინ, რომის პაპმა ელისაბედ I შეაჩვენა. თავის მხრივ, სამეფო ხელისუფლებამ მკაცრი დევნა გააჩაღა იმათ წინააღმდეგ, ვინც ანგლიკანურ ღმრთისმსახურებას არ ესწრებოდა (რამდენჯერმე ეს სიკვდილით დასჯითაც კი დამთავრდა). შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ანტიკათოლიკური კანონმდებლობას ძალა არ დაუკარგავს, - მართალია, XVII საუკუნის მიწურულისათვის რჯულთშემწყნარებლობა გამოცხადდა, მაგრამ სინდისის ფაქტობრივი თავისუფლება ინგლისელმა კათოლიკეებმა მხოლოდ 1829 წელს მოიპოვეს.

[რედაქტირება] ანგლიკანობა და კათოლიციზმი

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კათოლიკე და ანგლიკანური ეკლესიები ერთმანეთისაკენ სულ უფრო და უფრო დაახლოების გზით მიდიოდნენ, მაგარამ ქალთა მღვდლად ხელდასხმამ ანგლიკანური ქანქარა ისევ პროტესტანტიზმისაკენ გადახარა. სიმართლე რომ ითქვას, სხვაგვარად კათოლიკეებსა და ანგლიკანებს ერთმანეთისაგან უმნიშვნელო განსხვავებანი მიჯნავს (მაგალითად, ანგლიკანები, მართლმადიდებლების მსგავსად, არ ცნობენ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის სალხინებელს ანუ განსაწმენდელს ანდა პაპის უცდომელობის დოგმას). რაც შეეხება ღმრთისმსახურებას, ლიტურგიკაში განსაკუთრებით ღრმად უნდა იყოს ჩახედული ადამიანი, რომ ვესტმინსტერის სააბატოდან ტელევიზიით გადმოცემული რიტუალი რომელიმე კათოლიკური ტაძრის წირვისაგან გაარჩიოს, - განსხვავება მხოლოდ რამდენიმე წინადადებას შეეხება. ზოგიერთ რადიკალ ინგლისელ კათოლიკეს ხან იმის თქმაც უყვარს ხოლმე, რომ ანგლიკანური ეკლესია ცოტათი ხუმრობას ჰგავს, რომელიც ნამდვილად არ აღმოცენდებოდა, რომ არა ჰენრი VIII-ის მრავალცოლიანობა და დინასტიური ამბიციები.

სოფლად საზღვარი ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის არც შეიმჩნევა, საქველმოქმედო რელიგიური ორგანიზაციებიც ერთად მოქმედებენ და ერთადაც ლოცულობენ. განსხვავება და შეუთავსებელი მენტალობა ძირითადად ინტელექტუალთა შორის მჟღავნდება. მაგალითად, ანგლიკანისათვის საფუძველშივეა მიუღებელი რომის ეკლესიის დამოკიდებულება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა, აბორტების, ცელიბატისა და ჰომოეროტიზმის მიმართ. - თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მრავალსაუკუნოვან თეოლოგიურ ბრძოლებში გამოწრთობილ და დახვეწილ კათოლიკობას დღეს ყველაზე მეტი თავისმტვრევა და ოფლისღვრა სწორედ ამ საკითხების გამო უხდება და საკუთარ რიგებშიც უთანხმოებას, უპირველეს ყოვლისა, ეს პრობლემები წარმოშობს. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ვატიკანმა ნება დართო ზოგიერთ ცოლიან ყოფილ ანგლიკან მღვდელს - კათოლიკობის მიღების შემდეგ - სასულიერო პირად გაეგრძელებინა მოღვაწეობა. ამიტომ იმ ინგლისელებმა, ვინც სამღვდელო მოწოდებას გრძნობს, მაგრამ დაქორწინება სურს, ამგვარ ხერხს მიმართეს: ცოლის მოყვანის შემდეგ ანგლიკან მღვდლებად ეკურთხებიან, შემდგომ კი კათოლიკე ეკლესიას მიაშურებენ ხოლმე.

ანგლიკანების სიამაყე პატრიოტულ გრძნობებთანაა შერწყმული, - მათ მიაჩნიათ, რომ ინგლისმა თავისი ენის, პოლიტიკური სისტემისა და კანონმდებლობის წარმატებული ექსპორტირება სწორედ არაკათოლიკური გზით სიარულის გამო მოახერხა, ხოლო ამ გზიდან გადახვევა კარგი ინგლისური ტრადიციების ღალატის ტოლფასია. ანგლიკანური ეკლესია მჭიდროდაა გადაჯაჭვული სახელმწიფო სტრუქტურასთან, - ეკლესიის სულიერი მეთაურის, კენტერბერის მთავარეპისკოპოსის, არჩევისას გადამწყვეტი სიტყვა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, ეპისკოპოსებს პარლამენტი ამტკიცებს, ეკლესიის სათავეში კი ფორმალურად მონარქი დგას - მეფე ან დედოფალი, თუნდაც თავად იგი ურწმუნო იყოს. თუმცა ბევრ ინგლისელს მიაჩნია, რომ დღევანდელი მონარქი - ელისაბედ II სწორედ სახარების მიხედვით ცხოვრობს, თუნდაც იმიტომ, რომ სამეფო ოჯახში იგი ერთადერთია, რომელიც ქრისტიანული ცოლქმრობის პრინციპებს მისდევს.

ბევრისათვის მაინც გაუგებარი და მიუღებელია ანგლიკანური ეკლესიის მეთაურთა მეტისმეტი ლიბერალიზმი, - ინგლისელები დემოკრატიასთან ერთად ტრადიციასაც სცემენ პატივს, - ამიტომ ანგლიკანი ეპისკოპოსის, ჯენკინსის, სენსაციურმა შეხედულებებმა მხოლოდ ავნო მის ეკლესიას: იგი ხან უბიწოდ ჩასახვაში შეეჭვდებოდა ხოლმე, ხან აღდგომა ან უფლის მეორედ მოსვლა მიაჩნდა სათუოდ. სანამ დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე გაისტუმრეს, მან ის მაინც მოასწრო, რომ ბეთლემის ვარსკვლავის და აღმოსავლელი მოგვების ისტორიულობა უარეყო.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები