კვანტალიანი შარლოტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კვანტალიანი შარლოტა''' — (1950), ქართველი პოეტი. და...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''კვანტალიანი შარლოტა''' — (1950), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა აბაშაში. დაამთავრა რუსთავის მე-15 საშუალო სკოლა; 1975 წლს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ | + | [[ფაილი:Sharlota kvantaliani.JPG|thumb|შარლოტა კვანტალიანი]] |
| − | მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცემლობა „ვეფხისტყაოსანი”. 1997 წელს დააარსა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი „კალმასობა”. საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი „ლიტერატურული ქრონომეტრი” (გამოვიდა 2 ნომერი). გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები,სამეცნიერო სტატიები, თარგმანები). მის ლექსებზე შეიქმნა არაერთი სიმღერა. | + | '''კვანტალიანი შარლოტა''' — (1950), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა აბაშაში. დაამთავრა რუსთავის მე-15 საშუალო სკოლა; 1975 წლს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ „ალგეთის“ მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცემლობა „ვეფხისტყაოსანი”. 1997 წელს დააარსა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი „კალმასობა”. საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი „ლიტერატურული ქრონომეტრი” (გამოვიდა 2 ნომერი). გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი ([[პოეზია]], [[პროზა]], საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები). მის [[ლექსი|ლექსებზე]] შეიქმნა არაერთი [[სიმღერა]]. |
| ხაზი 33: | ხაზი 33: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:კვანტალიანები]] | [[კატეგორია:კვანტალიანები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:50, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით
კვანტალიანი შარლოტა — (1950), ქართველი პოეტი. დაიბადა აბაშაში. დაამთავრა რუსთავის მე-15 საშუალო სკოლა; 1975 წლს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ „ალგეთის“ მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცემლობა „ვეფხისტყაოსანი”. 1997 წელს დააარსა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი „კალმასობა”. საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი „ლიტერატურული ქრონომეტრი” (გამოვიდა 2 ნომერი). გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები). მის ლექსებზე შეიქმნა არაერთი სიმღერა.
- * * *
- მერე მუდამ გვიანია,
- ვდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.
- სიყვარულს ნუ დაამადლით,
- თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.
- მანამდე გვაქვს ფრენის ნიჭი,
- ვეჯიბრებით არწივებს და გედებს, –
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.
- თუ ბავშვობა გენანებათ,
- ნაადრევად შიშობთ, არ დაბერდეთ,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.
- დედის თვალთა კეთილ ზღვაში
- სარკესავით ხშირად ჩაიხედეთ,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს...
- თორემ მერე გვიანია
- სდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.