ნანუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მანუჩარ ციციშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ნანუჩა“ გადამისამართე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ციციშვილი მანუჩარ“ გადაიტანა გვერდზე „ნანუჩა“ გადამისამართე...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 12:37, 6 აპრილი 2022 მდგომარეობით
ნანუჩა − (XVII საუკუნე), ნამდვილი სახელი და გვარი მანუჩარ ციციშვილი. XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი, „ვეფხისტყაოსნის” ინტერპოლატორი. მას ჩაურთავს სტროფები პოემის ტექსტში, 11 სტროფი დაუმატებია „ავთანდილის ანდერძისათვის“. ნანუჩას მიერ ჩართულ სტროფებს პოემის ზოგიერთ ხელნაწერში (ე.წ. ზაზასეული ხელნაწერი) მიწერილი აქვს „ნ“ ან „ნა“. არჩილ II „თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასებაში“ მოიხსენიებს ნანუჩას და ლექსს უწუნებს მას. ნანუჩა თანამედროვეთა მოწონებით სარგებლობდა. მამუკა თავაქარაშვილი მას „ტკბილი სიტყვების მხმობელს“ უწოდებდა და გვერდში უყენებდა XII საუკუნის ქართველ კლასიკოსებს.