ჯიქია ელგუჯა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ელგუჯა ჯიქია“ გადაიტანა გვერდზე „ჯიქია ელგუჯა“ გადამისამართე...)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
  
  
::::: იპოდრომი
+
::::: '''იპოდრომი'''
  
 
::აღვირაყრილი სიცოცხლე გარბის.
 
::აღვირაყრილი სიცოცხლე გარბის.

მიმდინარე ცვლილება 22:07, 22 აპრილი 2022 მდგომარეობით

ელგუჯა ჯიქია

ჯიქია ელგუჯა – (1956 – 2009) პოეტი. დაიბადა სოფელ სამიქაოში (აბაშა). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1972 წლიდან სისტემატიურად აქვეყნებდა ლექსებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1986 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების პირველი კრებული „განდობა“. მუშაობდა ჟურნალ „კრიტიკის“ განყოფილების გამგედ. წლების განმავლობაში იყო რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის, აკაკი ბაქრაძის უფროსი რეფერენტი. მისი ხელმძღვანელობით ყოველი პიარისა და ხმაურის გარეშე მიმდინარეობდა მიგრაციის პროცესების დროს დემოგრაფიული მდგომარეობის დაბალანსება ქვემო ქართლში. 2009 წელს, მისი გარდაცვალების წლისთავზე გამოიცა ლექსების სრული კრებული „ჯაჭვინულები“.


იპოდრომი
აღვირაყრილი სიცოცხლე გარბის.
ფინიშთან ელავს დიდების შუქი,
და დოღს გაჰყურებს გაჩეხილ წარბით
ცხენი, რომელიც დაიმტვრა გუშინ.
ყველას თავისი ახელებს ჟინი,
გაცოფებული სურვილი ყივის.
მხედარს სურს ოქრო,
გვირგვინი დაფნის,
ცხენს კი – პირველი მიაკვდეს ფინიშს.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები