ასთღიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ასთღიკ-ი''' ''(სომხ. Աստղիկ – „ვარსკვლავი“)'' – ხორციელი სიყვარულისა და წყლის ქალღმერთი, [[არამაზდი|არამაზდის]] ასული, [[ვაჰაგნი]]ს  შეყვარებული, ვარსკვლავ [[ვენერა|ვენერას]] სიმბოლო სომხურ მითოლოგიაში; ელინისტურ ეპოქაში გაიგივებული იყო [[აფროდიტე]]-ვენერასთან. მისი სახელობის მთავარი ტაძარი, რომელსაც „ვაჰაგნის საძინებელს“ უწოდებენ, თურქეთში, თანამედროვე ქ. მუშთან ახლოს, აშტაშატში მდებარეობს. არის ვარაუდი, რომ თავდაპირველად „ასთღიქი“ და „[[ანაჰითი|ანაჰითი/ანაითი]]“ ნაყოფიერების, სიყვარულისა და წყლის ქალღმერთის ორი სახელი იყო და ასთღიქი და ანაჰითი/ანაითი მხოლოდ მოგვიანებით გახდნენ დამოუკიდებელი ღვთაებები. [[მითი|მითების]] თანახმად, მზეთუნახავი ასთღიქი ყოველ ღამე ევფრატში იმ ადგილზე ბანაობდა, სადაც [[მდინარე]] ვიწრო და კლდოვან ხეობაში მიედინება; იმისათვის, რომ გაშიშვლებული ქალღმერთის სილამაზით დამტკბარიყვნენ, ჭაბუკები დაღონაცის მთაზე (თარონის მთა თურქეთში) კოცონს ანთებდნენ; უცხოთა მზერის ასარიდებლად, ასთღიქი თარონის მთელ დაბლობს ბურუსით ფარავდა. ქრისტიანული პერიოდის მითების მიხედვით, ასთღიქი ქსისუთრას (ნოეს) ქალიშვილია, რომელიც წარღნის შემდეგ დაიბადა; ქსისუთრას სიკვდილისთანავე მის ვაჟებს – ზრვანს (სემს), ტიტანსა (ქამსა) და იაფეტოსთეს (იაფეტს) – შორის მსოფლოზე ბატონობისათვის [[ომი]] გაჩაღდა; ასთღიქი მათ ქიშპობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს; ტიტანი და ჲაფეტოსთე ზრვანის ძალაუფლებას აღიარებენ, მაგრამ მოითხოვენ ყველა მამრობითი სქესის ძმიშვილის დახოცვას, რათა ზრვანის შთამომავლებმა მათზე არ იბატონონ; ზრვანის ორი ვაჟის მოკვდინების შემდეგ, ასთღიქი, მის ცოლებთან ერთად, დანარჩენ შვილებს იხსნის და დასავლეთით, დჲუცნკეცის მთაზე – ღმერთების სამკვიდროში – აგზავნის. ხალხური გადმოცემის მიხედვით, როცა ასთღიქი ფეხშიშველი დადიოდა მიწაზე, მისი წითელი ფეხებიდან ვარდები ამოიზრდებოდნენ. ამიტომ ვარდავარის დღესასწაულზე ქალღმერთს ვარდებს უძღვნიდნენ და მტრედებს უშვებდნენ.
+
'''ასთღიკ-ი''' ''(სომხ. Աստղիկ – „ვარსკვლავი“)'' – ხორციელი სიყვარულისა და წყლის ქალღმერთი, [[არამაზდი|არამაზდის]] ასული, [[ვაჰაგნი]]ს  შეყვარებული, ვარსკვლავ [[ვენერა|ვენერას]] სიმბოლო სომხურ [[მითოლოგია]]ში; ელინისტურ ეპოქაში გაიგივებული იყო [[აფროდიტე]]-ვენერასთან. მისი სახელობის მთავარი ტაძარი, რომელსაც „ვაჰაგნის საძინებელს“ უწოდებენ, თურქეთში, თანამედროვე ქ. მუშთან ახლოს, აშტაშატში მდებარეობს. არის ვარაუდი, რომ თავდაპირველად „ასთღიქი“ და „[[ანაჰითი|ანაჰითი/ანაითი]]“ ნაყოფიერების, სიყვარულისა და წყლის ქალღმერთის ორი სახელი იყო და ასთღიქი და ანაჰითი/ანაითი მხოლოდ მოგვიანებით გახდნენ დამოუკიდებელი ღვთაებები. [[მითი|მითების]] თანახმად, მზეთუნახავი ასთღიქი ყოველ ღამე ევფრატში იმ ადგილზე ბანაობდა, სადაც [[მდინარე]] ვიწრო და კლდოვან ხეობაში მიედინება; იმისათვის, რომ გაშიშვლებული ქალღმერთის სილამაზით დამტკბარიყვნენ, ჭაბუკები დაღონაცის მთაზე (თარონის მთა თურქეთში) კოცონს ანთებდნენ; უცხოთა მზერის ასარიდებლად, ასთღიქი თარონის მთელ დაბლობს ბურუსით ფარავდა. ქრისტიანული პერიოდის მითების მიხედვით, ასთღიქი ქსისუთრას (ნოეს) ქალიშვილია, რომელიც წარღნის შემდეგ დაიბადა; ქსისუთრას სიკვდილისთანავე მის ვაჟებს – ზრვანს (სემს), ტიტანსა (ქამსა) და იაფეტოსთეს (იაფეტს) – შორის მსოფლოზე ბატონობისათვის [[ომი]] გაჩაღდა; ასთღიქი მათ ქიშპობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს; ტიტანი და ჲაფეტოსთე ზრვანის ძალაუფლებას აღიარებენ, მაგრამ მოითხოვენ ყველა მამრობითი სქესის ძმიშვილის დახოცვას, რათა ზრვანის შთამომავლებმა მათზე არ იბატონონ; ზრვანის ორი ვაჟის მოკვდინების შემდეგ, ასთღიქი, მის ცოლებთან ერთად, დანარჩენ შვილებს იხსნის და დასავლეთით, დჲუცნკეცის მთაზე – ღმერთების სამკვიდროში – აგზავნის. ხალხური გადმოცემის მიხედვით, როცა ასთღიქი ფეხშიშველი დადიოდა მიწაზე, მისი წითელი ფეხებიდან ვარდები ამოიზრდებოდნენ. ამიტომ ვარდავარის დღესასწაულზე ქალღმერთს ვარდებს უძღვნიდნენ და მტრედებს უშვებდნენ.
  
  

მიმდინარე ცვლილება 23:42, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ასთღიკ-ი (სომხ. Աստղիկ – „ვარსკვლავი“) – ხორციელი სიყვარულისა და წყლის ქალღმერთი, არამაზდის ასული, ვაჰაგნის შეყვარებული, ვარსკვლავ ვენერას სიმბოლო სომხურ მითოლოგიაში; ელინისტურ ეპოქაში გაიგივებული იყო აფროდიტე-ვენერასთან. მისი სახელობის მთავარი ტაძარი, რომელსაც „ვაჰაგნის საძინებელს“ უწოდებენ, თურქეთში, თანამედროვე ქ. მუშთან ახლოს, აშტაშატში მდებარეობს. არის ვარაუდი, რომ თავდაპირველად „ასთღიქი“ და „ანაჰითი/ანაითი“ ნაყოფიერების, სიყვარულისა და წყლის ქალღმერთის ორი სახელი იყო და ასთღიქი და ანაჰითი/ანაითი მხოლოდ მოგვიანებით გახდნენ დამოუკიდებელი ღვთაებები. მითების თანახმად, მზეთუნახავი ასთღიქი ყოველ ღამე ევფრატში იმ ადგილზე ბანაობდა, სადაც მდინარე ვიწრო და კლდოვან ხეობაში მიედინება; იმისათვის, რომ გაშიშვლებული ქალღმერთის სილამაზით დამტკბარიყვნენ, ჭაბუკები დაღონაცის მთაზე (თარონის მთა თურქეთში) კოცონს ანთებდნენ; უცხოთა მზერის ასარიდებლად, ასთღიქი თარონის მთელ დაბლობს ბურუსით ფარავდა. ქრისტიანული პერიოდის მითების მიხედვით, ასთღიქი ქსისუთრას (ნოეს) ქალიშვილია, რომელიც წარღნის შემდეგ დაიბადა; ქსისუთრას სიკვდილისთანავე მის ვაჟებს – ზრვანს (სემს), ტიტანსა (ქამსა) და იაფეტოსთეს (იაფეტს) – შორის მსოფლოზე ბატონობისათვის ომი გაჩაღდა; ასთღიქი მათ ქიშპობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს; ტიტანი და ჲაფეტოსთე ზრვანის ძალაუფლებას აღიარებენ, მაგრამ მოითხოვენ ყველა მამრობითი სქესის ძმიშვილის დახოცვას, რათა ზრვანის შთამომავლებმა მათზე არ იბატონონ; ზრვანის ორი ვაჟის მოკვდინების შემდეგ, ასთღიქი, მის ცოლებთან ერთად, დანარჩენ შვილებს იხსნის და დასავლეთით, დჲუცნკეცის მთაზე – ღმერთების სამკვიდროში – აგზავნის. ხალხური გადმოცემის მიხედვით, როცა ასთღიქი ფეხშიშველი დადიოდა მიწაზე, მისი წითელი ფეხებიდან ვარდები ამოიზრდებოდნენ. ამიტომ ვარდავარის დღესასწაულზე ქალღმერთს ვარდებს უძღვნიდნენ და მტრედებს უშვებდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
  • Арутюнян С. Б. Астхик // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Вардумян Г. Д. Дохристианский пантеон // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012;
  • Калашев А. Вардавар (сел. Чайкенд, Елисаветполькой губернии) // СМОМПК. Вып. 18, Тф,. 1894;
  • Лисициан С. Очерки этнографии дореволюционной Армении // Кавказский этнографический сборник, т. II. М., 1955.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები