მძიმე მეტალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მძიმე მეტალები''' (მძიმე ლითონები) – ქიმიური ელემენტების ჯგუ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მძიმე ლითონები“ გადაიტანა გვერდზე „მძიმე მეტალები“ გადამისამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 16:26, 25 აგვისტო 2022 მდგომარეობით

მძიმე მეტალები (მძიმე ლითონები) – ქიმიური ელემენტების ჯგუფი ატომური მასით მეტი 50-ზე (Pb, Cd, Ni, Cr, Zn, Cu, Hg), რომლებსაც გარკვეული კონცენტრაციის დროს, შეიძლება ჰქონდეთ ტოქსიკური მოქმედება.

მძიმე მეტალები ფართოდ გამოიყენება სამრეწველო საწარმოებში, ამიტომ, მიუხედავად მრავალგვარი გამწმენდი ღონისძიებებისა, მძიმე მეტალები საკმაოდ დიდი რაოდენობით ხვდება ჩამდინარ წყლებში, ჰაერში კვამლისა და მტვრის სახით და სხვ. ისინი ქმნის ორგანულ ნაერთებს, რომლებიც აკუმულაციას ახდენენ ბუნებრივ წყლებშიც კი. გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით, აუცილებელია მძიმე მეტალებზე მუშაობის დროს ზედმიწევნით იქნეს დაცული უსაფრთხოების ნორმები.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები