შავი ღვია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შავი ღვია''' - Juniperus foetidissima Willd. right შავი ღვიაც კვიპარ...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]] | + | [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]] |
− | + | ||
− | + | ||
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:კვიპაროსისებრნი]] |
მიმდინარე ცვლილება 00:16, 23 თებერვალი 2023 მდგომარეობით
შავი ღვია - Juniperus foetidissima Willd.
შავი ღვიაც კვიპაროზისებრთა ოჯახიდანაა. ცოცხლობს სამას წლამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, კლდოვან და ქვიან ფერდობებზე. საქართველოში გავრცელებულ ღვიებს შორის ყველაზე მაღალია, 15 მ-მდე იზრდება და ხშირად სწორედ ხის სახით გვხდება.
შავი ღვია მარადმწვანეა. ის ეკუთვნის ღვიების ჯგუფს, რომელიც, წითელი ღვიისგან განსხვავებით, წიწვისებრი ფოთლის ნაცვლად ქერქლოვან ფოთოლს გივითარებს. ქერქლი ძალიან პატარა ზომისაა, წაწვეტებული, ზედა მხარეს ამოზნექილი. მდედრობითი გირჩის დიამეტრია 10-12 მმ. გირჩი წითურია, მომწიფებისას შავდება და მოთეთრო ნაფიფქი გადაეკვრება ხოლმე.