გზათა და კავშირგაბმულობის სამინისტრო (1918-1921)
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
მოვლენების ფონზე, რკინიგზის სრულად დატვირთვა შეუძლებელი იყო. | მოვლენების ფონზე, რკინიგზის სრულად დატვირთვა შეუძლებელი იყო. | ||
| − | 1919 წლის მარტში [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] მიერ ფორმირებულ მთავრობის ახალ კაბინეტში გზათა სამინისტრო დეპარტამენტად გარდაიქმნა და შრომისა და მიწათმოქმედების სამინისტროს შეუერთდა. გზათა დეპარტამენტის თავმჯდომარედ ბესარიონ ჭიჭინაძე დაინიშნა. დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობდა [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნების წარმომადგენლებთან საქართველოს რკინიგზის სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით. გზათა დეპარტამენტი რკინიგზისა და სხვადასხვა საგზაო სადგურებისათვის ქართული სახელწოდებების დარქმევის საკითხზედაც მუშაობდა და ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობდა [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილთან]], სარგის კაკაბაძესთან და [[პავლე ინგოროყვა|პავლე ინგოროყვასთან]]. დამოუკიდებლობის პერიოდში გზათა სამინისტრო, ერთი მხრივ, ყველაზე დიდ შენატანს ახორციელებდა ქვეყნის [[ბიუჯეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა|ბიუჯეტში]], თუმცა ხარჯების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - 1920-1921 წლების ბიუჯეტში მისი ხარჯებისათვის 1.8 მილიარდზე მეტი მანეთი იყო გათვალისწინებული. გზათა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობდა და საბოლოოდ შემოიღო ტვირთების გადატანის ბაჟების მარჟები, რომელიც გათვლილი იყო როგორც სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვებზე. გზათა უწყება და მისი დაწესებულებები ქვეყნის შიგნით და მეზობლად მიმდინარე არეულობების პერიოდში ხშირად ხდებოდა თავდასხმის მთავარი [[სამიზნე]], აქედან გამომდინარე, დეპარტამენტი ინტენსიურად თანამშრომლობდა [[შინაგან საქმეთა სამინისტრო (1918-1921)|შინაგან საქმეთა სამინისტროსთან]], ცდილობდა უზრუნველყო სატრანსპორტო გადაზიდვების უსაფრთხოება და კომუნიკაციის გამართულობა. | + | 1919 წლის მარტში [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] მიერ ფორმირებულ მთავრობის ახალ კაბინეტში გზათა სამინისტრო დეპარტამენტად გარდაიქმნა და შრომისა და მიწათმოქმედების სამინისტროს შეუერთდა. გზათა დეპარტამენტის თავმჯდომარედ ბესარიონ ჭიჭინაძე დაინიშნა. დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობდა [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნების წარმომადგენლებთან საქართველოს რკინიგზის სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით. გზათა დეპარტამენტი რკინიგზისა და სხვადასხვა საგზაო სადგურებისათვის ქართული სახელწოდებების დარქმევის საკითხზედაც მუშაობდა და ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობდა [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილთან]], სარგის კაკაბაძესთან და [[პავლე ინგოროყვა|პავლე ინგოროყვასთან]]. დამოუკიდებლობის პერიოდში გზათა სამინისტრო, ერთი მხრივ, ყველაზე დიდ შენატანს ახორციელებდა ქვეყნის [[ბიუჯეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა|ბიუჯეტში]], თუმცა ხარჯების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - [[ბიუჯეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა|1920-1921 წლების ბიუჯეტში]] მისი ხარჯებისათვის 1.8 მილიარდზე მეტი მანეთი იყო გათვალისწინებული. გზათა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობდა და საბოლოოდ შემოიღო ტვირთების გადატანის ბაჟების მარჟები, რომელიც გათვლილი იყო როგორც სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვებზე. გზათა უწყება და მისი დაწესებულებები ქვეყნის შიგნით და მეზობლად მიმდინარე არეულობების პერიოდში ხშირად ხდებოდა თავდასხმის მთავარი [[სამიზნე]], აქედან გამომდინარე, დეპარტამენტი ინტენსიურად თანამშრომლობდა [[შინაგან საქმეთა სამინისტრო (1918-1921)|შინაგან საქმეთა სამინისტროსთან]], ცდილობდა უზრუნველყო სატრანსპორტო გადაზიდვების უსაფრთხოება და კომუნიკაციის გამართულობა. |
''''ირაკლი ირემაძე''''' | ''''ირაკლი ირემაძე''''' | ||
მიმდინარე ცვლილება 13:24, 11 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
გზათა და კავშირგაბმულობის სამინისტრო (დეპარტამენტი) - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე პირველივე მთავრობაში ჩამოყალიბდა გზათა და კავშირგაბმულობის სამინისტრო, მის ხელმძღვანელად კოალიციურ მთავრობაში ცნობილი სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე ლორთქიფანიძე შეირჩა. სამინისტროს მთავარ ფუნქციად კომუნიკაციის საკითხის მოგვარება, სარკინიგზო და საავტომობილი გზების მოწესრიგება, მგზავრთა გადაყვანის და ტვირთების გადაზიდვის რეგულირება განისაზღვრა.
სამინისტროს დაევალა მოშლილი და არარსებული საფოსტო-სატელეგრაფო კომუნიკაციების მოწესრიგება, ელექტროენერგიით, ნავთობითა და სხვა საწვავით რესპუბლიკის უზრუნველყოფა. სამინისტროს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას მაინც რკინიგზა წარმოადგენდა, რესპუბლიკისათვის ყველაზე მეტი შემოსავლის მომტანი ორგანზიაცია, რომელიც რესპუბლიკის მთლიანი შემოსავლების 1/3-ს გამოიმუშავებდა. რკინიგზაში მომუშავეთა რაოდენობა 20 000-ს აჭარბებდა, რკინიგზის პროფკავშირები 15 000 წევრით, კი, ქვეყანაში ყველაზე მძლავ გაერთიანებად მიიჩნეოდა. სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა, ფაქტობრივად, საერთო ამიერკავკასიური სარკინიგზო კვანძის განახლებისათვის, თუმცა სომხეთში და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რკინიგზის სრულად დატვირთვა შეუძლებელი იყო.
1919 წლის მარტში დამფუძნებელი კრების მიერ ფორმირებულ მთავრობის ახალ კაბინეტში გზათა სამინისტრო დეპარტამენტად გარდაიქმნა და შრომისა და მიწათმოქმედების სამინისტროს შეუერთდა. გზათა დეპარტამენტის თავმჯდომარედ ბესარიონ ჭიჭინაძე დაინიშნა. დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან საქართველოს რკინიგზის სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით. გზათა დეპარტამენტი რკინიგზისა და სხვადასხვა საგზაო სადგურებისათვის ქართული სახელწოდებების დარქმევის საკითხზედაც მუშაობდა და ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობდა ივანე ჯავახიშვილთან, სარგის კაკაბაძესთან და პავლე ინგოროყვასთან. დამოუკიდებლობის პერიოდში გზათა სამინისტრო, ერთი მხრივ, ყველაზე დიდ შენატანს ახორციელებდა ქვეყნის ბიუჯეტში, თუმცა ხარჯების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - 1920-1921 წლების ბიუჯეტში მისი ხარჯებისათვის 1.8 მილიარდზე მეტი მანეთი იყო გათვალისწინებული. გზათა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობდა და საბოლოოდ შემოიღო ტვირთების გადატანის ბაჟების მარჟები, რომელიც გათვლილი იყო როგორც სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვებზე. გზათა უწყება და მისი დაწესებულებები ქვეყნის შიგნით და მეზობლად მიმდინარე არეულობების პერიოდში ხშირად ხდებოდა თავდასხმის მთავარი სამიზნე, აქედან გამომდინარე, დეპარტამენტი ინტენსიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ცდილობდა უზრუნველყო სატრანსპორტო გადაზიდვების უსაფრთხოება და კომუნიკაციის გამართულობა.
'ირაკლი ირემაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ალ. ბენდიანიშვილი, „საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-21 წწ. )“, თბ., 2001;
- ვ. ვოიტინსკი, „ქართული დემოკრატია“, თბ., 2018;
- სცსა, ფ. 1880, აღწ. 2, საქ. 1;
- გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №166.
- გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №155.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი