მხედარი (ჟურნალი)
(→წყარო) |
|||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:სამხედრო ჟურნალები]] | [[კატეგორია:სამხედრო ჟურნალები]] | ||
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები 1918-1921]] | [[კატეგორია:ქართული ჟურნალები 1918-1921]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები]] |
მიმდინარე ცვლილება 20:12, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
მხედარი - სამხედრო სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის ყოველკვირეული დასურათებული ჟურნალი. გამოდიოდა 1920 წელს.
ჟურნალის პირველი ნომერი გამოიცა 1920 წლის 26 მაისს, ხოლო ბოლო ნომერი კი 1920 წლის 5 დეკემბერს. სულ ამ ხნის განმავლობაში დაიბეჭდა ჟურნალის 27 ნომერი. გამოცემის რედაქტორი იყო ნიკო კურდღელაშვილი. ჟურნალი გადიოდა სამხედრო ცენზურას. გამოცემა უფასოდ ეგზავნებოდა ჯარის ნაწილებს, ხოლო გასაყიდი ფასი თავდაპირველად შეადგენდა 10 მანეთს, ბოლოს კი ფასი 25 მანეთზე ავიდა. ჟურნალში იბეჭდებოდა მთავრობისა და სამხედრო სამინისტროს ოფიციალური ბრძანებები; სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები; ინფორმაციები ომში დაღუპული სამხედროების შესახებ; მხატვრული ნაწარმოებები - მათ შორის მოქმედ ჯარისკაცთა შემოქმედება.
დიმიტრი სილაქაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ჟურნალი მხედარი, თბ., 1920 №1-27.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი