სამხედრო ცენზურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ცენზურა (ლათინური cenzura – აღწერა) − სამხედრო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ინფორმაციის (ბეჭვდითი სიტყვა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი, კინო, გამოფენების, მუზეუმების ექსპოზიციები და ა.შ.), ხოლო ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, ომიანობის დროს) კერძო მიმოწერის კონტროლის (ზედამხედველობის) ერთ-ერთი ფორმა. მისი მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ცნობების გამოქვეყნება და გაჟონვა, რომლებიც სამხედრო საიდუმლოს შეიცავენ. სამხედრო ცენზურა არის წინასწარი (ნებადართული) და შემდგომი (საკონტროლო-დამსჯელი).