ბორანი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| + | [[კატეგორია:ტრანსპორტი]] | ||
[[კატეგორია:წყლის ტრანსპორტი]] | [[კატეგორია:წყლის ტრანსპორტი]] | ||
[[კატეგორია:ტივი]] | [[კატეგორია:ტივი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:41, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ბორანი - მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გასასვლელი მორებისაგან შეკრული ტივი, მგზავრობის უსაფრთხოებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში მოაჯირი ჰქონდა მოვლებული.
ბორანი მოძრაობს ბაგირის გასწვრივ, რომელიც მდინარის ორივე ნაპირსაა დამაგრებული. ბორნით გადააქვთ ტვირთი, გადაჰყავთ ადამიანები და ცხოველები. თბილისში არსებობდა რამდენიმე ბორანი, რომელიც ქალაქის ერთ ნაპირს მეორესთან აკავშირებდა.
[რედაქტირება] სამხედრო ბორანი
სამხედრო ბორანი მცურავი საშუალებაა პირადი შემადგენლობის და ტექნიკის გადასაყვანად, წყალზე სამუშაობების ჩასატარებლად მცურავი ხიდის ელემენტის სახით გამოსაყენებლად.
შესაბამისად, განასხვავებენ გადასაზიდ (იკრიბება საპონტონო პარკების ელემენტებისგან, თვითმავალი საბორნე და საბორნე-სახიდე მანქანებისგან, სადესანტო ნავებისგან და ადგილობრივი რესურსებისგან), სპეციალურ (წყალზე საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად) და სახიდე ბორნებს.
თანამედროვე საპონტონო პარკებისგან შეკრებილი ბორნების ტვირთამწეობა შეადგენს 20-360 ტ, გადაადგილების სისწრაფე - 15 კმ/სთ, აწყობის დრო 6-15 წთ. გადაადგილდებიან კატარღების, მოტორიანი რგოლების, ამფიბიური მანქანების მეშვეობით, რომლებიც საპონტონო პარკების შემადგენლობაშია.
[რედაქტირება] წყარო
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
