ავტოგენური შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:შედუღება]] | [[კატეგორია:შედუღება]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:36, 21 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ავტოგენური შედუღება − ლითონთა ჭრა-შედუღება მაღალი ტემპერატურით, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის ჭავლში შერეული წყალბადით ან აცეტილენით. შესადუღებელი ელემენტების პირაპირს წვადი აირი და ჟანგბადი მიეწოდება შლანგების საშუალებით, რომლებიც მიერთებულია სანთურასთან. სანთურაში ონკანების დახმარებით ხდება ამ აირების შერევა (დოზირება) და ალის სახით მიმართვა შესადუღებელ პირაპირზე. ერთდროულად პროცესში ჩართულია მისართი მავთული (ღერო). მაღალი ტემპერატურის (2000-3500°C) გავლენით შესადუღებელი ელემენტების კიდეები და მისართი მავთული ლღვება და მიიღება თანაბარმტკიცე შეერთება. ავტოგენური ალის ჭავლი წარმატებით გამოიყენება ლითონების საჭრელ სამუშაოებშიც.