მავთული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მავთული – ლითონური ნაკეთობა, ძაფი, ზონარი, მეტწილად მრგვალი, იშვიათად – კვადრატული, ექვსკუთხა, ტრაპეციული ან ოვალური კვეთის. მასალად გამოიყენება ფოლადი, ალუმინი, სპილენძი, ნიკელი, ტიტანი, თუთია, ვოლფრამი, მათი შენადნობები და სხვა ლითონები. არსებობს აგრეთვე ბიმეტალური და ნახევრადლითონური მავთულები.

მავთული მიიღება ადიდვის გზით. გამოდის დიამეტრით 0,005-16 მმ. გამოიყენება ელექტროსადენების, ზამბარების, ბურღების, თერმოწყვილების, ელექტროდების, ელექტროხელსაწყოებისა და სხვ. დასამზადებლად. არსებობს მავთულის მრავალი სახეობა: ბრტყელი, გამომწვარი, ეკლიანი, ინვარის, მაგნიტური, მინის, მისადუღი, მოთუთიებული, მომინანქრებული, ნიკელინის, ნიქრომის, რკინის, საარმატურო, საამკინძაო, სამაგრი, სამოქლონე, საფუთავი, საჭანჭიკე, სპილენძის, ფოლადის, შესაკრავი და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები