ზამბარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამბარა

ზამბარა

1. ფოლადის დრეკადი ზოლი (ან მავთული), უპირატესად სპირალის სახით დახვეული, რომელიც დატვირთვისას განიცდის დიდ დეფორმაციას;

2. მანქანის ან მექანიზმის ნაწილი (დეტალი), რომელიც დეფორმირების შემთხვევაში შთანთქავს, აგროვებს და გასცემს მექანიკურ ენერგიას. განასხვავებენ ღუნვის, გრეხვისა და გაჭიმვაკუმშვის ზამბარებს. მათ ფართო გამოყენება აქვთ ტექნიკაში: დარტყმითი დატვირთვების შესარბილებლად, ვიბროიზოლაციისათვის, ძალის გასაზომად (დინამომეტრებში), მექანიზმების ასამოძრავებლად და სხვ. ამზადებენ მაღალნახშირბადიანი ლეგირებული (მანგანუმით, კაჟით, ქრომით) ფოლადებისაგან. არის სხეულების მასის გასაზომი ხელსაწყოების ძირითადი სამუშაო ელემენტი. ზამბარა შეიძლება იყოს: ბრტყელი, გასართი, გრძივი, დაკალიბრებული, თეფშა, კომპენსატორის, კონუსური, ლენტური, მავთულის, მათანაბრებელი, მაკავებელი, მაცენტრებელი, მაძლიერებელი, მიმმართველი, მოსამართი, მცველი, რგოლური, რესორის, საათის, საამორტიზაციო, საკომპენსაციო, საკონტაქტო, სამუხრუჭო, სარქვლის, საჩერებელი, სპირალური, ტალღოვანი, უკუქცევითი, ფირფიტებიანი, შექცეული, ცილინდრული, ხვეული, ხრახნული და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები