სადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:სადგომი ]]
+
[[კატეგორია:სადგური]]

მიმდინარე ცვლილება 20:00, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

სადგური (ლათ. statio სადგომი, დგომა)

1. შენობა, მოედანი ან პლატფორმა, სადაც ჩერდება ავტო- ან რკინიგზის ტრანსპორტი ან ორივე ერთად;

2. სპეციფიკური დაწესებულების ან საწარმოს სახელწოდება (მაგ.; სისხლის გადასხმის სადგური, მეტროლოგიური სადგური და სხვ.);

3. სატვირთო ავტომანქანაში განთავსებული ლაბორატორია, რომელსაც გადაადგილების საშუალება აქვს და უშუალოდ ადგილზე ემსახურება მომხმარებლებს.

ზოგადად, სადგურის უამრავი სახეობა არსებობს: ავტოგასაწყობი, ავტომატიზებული, ავტომატური ტელეფონის, აირის, აირსავსები, ბგერათსაზომი, ბენზინგასაწყობი, ბოლო, გაგზავნის, გადამტვირთავი, გადამცემი, გამოსაცდელი, განმკარგულებელი, გასაორთქლი, გასაწყობი, დანიშნულების, ელექტრული, ვაგონსარეცხი, ვაკუუმსატუმბი, ზონური, კავშირგაბმულობის, კოსმოსური, მაკორექტირებელი, მანქანა-ტრაქტორების, მარეგულირებელი, მართვის, მახარისხებელი, მდინარის, მეტროლოგიური, მეტროპოლიტენის, მიმღები, მიწისზედა, მიწისქვედა, მოდრეიფე, მომარაგების, მომსახურების, მცირე, ნავთობჩასასხმელი, ნახშირშემრევი, ორბიტალური, ორმხრივი, პლანეტთშორისი, პოლარული, პორტის, რადიოგადამცემი, რადიოლოკაციის, რადიომიმღები, რადიოპელენგაციის, რადიორელეური, რადიოსამაუწყებლო, რაიონული, საავტომობილო, საგენერატორო, სადეგაზაციო, სადეზინფექციო, საველე, საზომი, საკვანძო, საკომპრესორო, სამგზავრო, სამთო-სამაშველო, სამრეწველო, სამუხტავი, სარეტრანსლაციო, სარეცხი, სასწრაფო დახმარების, სატელეგრაფო, სატელევიზიო, სატელეფონო, სატვირთო, სატუმბი, საუბნო, საცდელი, სეზონური, სპეციალური, ტბის სადგური, ტექნიკური, ქალაქის, შუალედური, ჩასასხმელი, ჩიხის, ცალმხრივი, ცენტრალური, ძალური, წინასაკვანძო, წყალსიღრმული, ჰელიოელექტრული, ჰიდრომეტრიული და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები