პნევმოკარკასული კონსტრუქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]] | [[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:პნევმოკარკასული კონსტრუქციები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:55, 15 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
პნევმოკარკასული კონსტრუქცია − კონსტრუქცია, რომელიც შედგება ცალკეული სწორხაზოვანი ან მრუდი ფორმის ჰერმეტულად ჩაკეტილი წრიული განივკვეთის ბალონებისაგან (პნევმოღეროებისაგან). ბალონის დიამეტრი შეიძლება იყოს 0,2-0,5 მ. მისი გარსი მზადდება 2 ან 3 ფენა მაღალი სიმტკიცის ჰაერგაუმტარი ქსოვილისაგან, რომელსაც დამატებული აქვს რეზინის კამერა გარსის ჰაერგაუმტარობის ასამაღლებლად. ბალონის შიგნით ჰაერის წნევაა 0,5 მპა. კარკასის გრძივი და განივი სიხისტე და მდგრადობა უზრუნველყოფილია კარკასის ბოლოებში ჩამაგრებული სპეციალური საჭიმრებით. პნევმოკარკასული კონსტრუქცია მზიდუნარიანობა ჰაერზე დაყრდნობილთან შედარებით დაბალია, ამიტომ მას მცირე მალებში (6-15 მ) იყენებენ.