ალექსიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზურაბ ალექსიძე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსიძე ზურაბ“ გადამისამ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Zurab aleqsidze.JPG|thumb|250პქ|ზურაბ ალექსიძე]]
 
'''ზურაბ ალექსიძე'''  – (Zurab Aleksidze), [[ქართველები|ქართველი]] დიპლომატი, 2012-2017 წლებში [[საქართველო]]ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[ინდონეზია|ინდონეზიის]] რესპუბლიკაში, [[სინგაპური]]სა და [[ფილიპინები|ფილიპინების]] რესპუბლიკებში, ტიმორლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
 
'''ზურაბ ალექსიძე'''  – (Zurab Aleksidze), [[ქართველები|ქართველი]] დიპლომატი, 2012-2017 წლებში [[საქართველო]]ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[ინდონეზია|ინდონეზიის]] რესპუბლიკაში, [[სინგაპური]]სა და [[ფილიპინები|ფილიპინების]] რესპუბლიკებში, ტიმორლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
  

მიმდინარე ცვლილება 12:33, 19 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ზურაბ ალექსიძე

ზურაბ ალექსიძე – (Zurab Aleksidze), ქართველი დიპლომატი, 2012-2017 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში, სინგაპურისა და ფილიპინების რესპუბლიკებში, ტიმორლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

დაიბადა 27 აგვისტო, 1970 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1987-1992 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ფილოლოგიის სპეციალობით (სომხური ენა და ლიტერატურა);
1992-1993 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ხელნაწერთა ინსტიტუტი, ასპირანტურა;
1993-1996 – ვატიკანის რომის პაპის აღმოსავლური ეკლესიების მეცნიერებათა ინსტიტუტი, აღმოსავლური ეკლესიების მეცნიერებათა მაგისტრატურა/ასპირანტურა;
2001 – ჰააგის კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის;
2006 – ჩინეთის სამთავრობო სემინარი აზიის ქვეყნების დიპლომატებისთვის.

სამუშაო გამოცდილება:
1992-1993 – ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი;
1997-2000 – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;
2000-2002 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2002-2005 – იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. რომში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD,WFP) საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი;
2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი (სამხრეთ კავკასია, უკრაინა, დსთ და სუამი);
2005-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი;
2007-2010 – საბერძნეთის და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2011-2012 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი;
2018-დან – საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

ფლობს ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ, სომხურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

[რედაქტირება] წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები