ედვარდ ჩემბერლინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ედვარდ ჩემბერლინი“ გადაიტანა გვერდზე „ჩემბერლინი ედვარდ“ გადამ...)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ჩემბერლინი ედვარდ“ გადაიტანა გვერდზე „ედვარდ ჩემბერლინი“ გადამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:25, 19 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

Chemberl.PNG

ჩემბერლინი ედვარდ - (1899- 1967) (Chamberlin Edward) – ამერიკელი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, განსაკუთრებით ცნობილია როგორც „მონოპოლისტური კონკურენციის თეორიის“ (1933) ავტორი. ჯ. რობინსონის (დიდი ბრიტანეთი) ნაშრომებისგან დამოუკიდებლად გააანალიზა მონოპოლისტური კონკურენციის საბაზრო სიტუაცია, ფასწარმოქმნის მექანიზმები, დაასაბუთა კონკურენციისა და მონოპოლიის ერთდროულად არსებობის შესაძლებლობა. ტერმინი წმინდა კონკურენცია ე. ჩემბერლინმა შემოიტანა. ჯ. რობინსონისგან განსხვავებით, მან მონოპოლია კონკურენციის ნორმალურ პირობად მიიჩნია და უარყო საბაზრო მექანიზმში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა.

[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები