გუმბერიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზურაბ გუმბერიძე“ გადაიტანა გვერდზე „გუმბერიძე ზურაბ“ გადამის...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Zurab gumberidze.JPG|thumb|250პქ|ზურაბ გუმბერიძე]]
 
'''ზურაბ გუმბერიძე''' − (Zurab Gumberidze), [[ქართველები|ქართველი]] დიპლომატი, 1997-2007 წლებში [[საქართველო]]ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[აზერბაიჯანის რესპუბლიკა]]ში.
 
'''ზურაბ გუმბერიძე''' − (Zurab Gumberidze), [[ქართველები|ქართველი]] დიპლომატი, 1997-2007 წლებში [[საქართველო]]ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[აზერბაიჯანის რესპუბლიკა]]ში.
  

მიმდინარე ცვლილება 16:03, 20 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ზურაბ გუმბერიძე

ზურაბ გუმბერიძე − (Zurab Gumberidze), ქართველი დიპლომატი, 1997-2007 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

დაიბადა 6 ნოემბერი, 1954 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1971-1976 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერის სპეციალობა;
1979-1982 − TU Dresden − დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ასპირანტურა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:
1976-1979 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერი, შემდგომ უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი;
1979-1982 − TU Dresden − დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ასპირანტი;
1982 − ტექნიკური დოქტორის ხარისხის დაცვა და მინიჭება;
1982-1983 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ მუშაკი, სექტორის ხელმძღვანელი;
1983-1992 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის პროგრამული მართვის კათედრის დოცენტი;
1988-1992 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საღამოს და დაუსწრებელი სწავლების №2 ფაკულტეტის დეკანი;
1992-1995 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის პროგრამული მართვის კათედრის გამგე, პროფესორი;
1995-1997 − აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2007-2008 − აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლობის დირექტორი;
2008-2011 − კომპანია „AZ-Invest“-ის დირექტორი (ბაქო);
2011-2018 − კომპანია „CBS-Consulting”-ის ბაქოში წარმომადგენლობის დირექტორი, ამჟამად მრჩეველ-ექსპერტი (თბილისი);
1998 − საერთაშორისო სატრანსპორტო TRACECA პროექტის ბაქოს ხელშეკრულების ძირითადი დოკუმენტის მოსამზადებელი ქართული საექსპერტო დელეგაციის ხელმძღვანელი;
1996-2004 − ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების და ბაქოთბილისი-ერზერუმის გაზსადენის ძირითადი ხელშეკრულებების მომზადების საქართველოს დელეგაციის წევრი, ექსპერტი.

ფლობს: ქართულ, რუსულ, გერმანულ დ ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში;
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა „Şöhrət“ (დიდების) ორდენით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლისათვის.

[რედაქტირება] წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები