გიორგიწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგიწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია''' – არქიტექტურული ძ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
ეკლესია გადახურულია ღარისებრი [[კრამიტი]]თ, რომლის ნაწილი აყრილია, ნაწილი კი – დამტვრეული.
 
ეკლესია გადახურულია ღარისებრი [[კრამიტი]]თ, რომლის ნაწილი აყრილია, ნაწილი კი – დამტვრეული.
  
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 00:06, 2 თებერვალი 2023 მდგომარეობით

გიორგიწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, სოფ. ანთოკის და გიორგიწმინდას შორის მდებარე მთაზე.

ეკლესია დარბაზულია (XVIII ს.). ზომები: (4,94x2,95მ). უაფსიდო, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და მოყვითალო ფერის კირის დუღაბით. გარეთა კედლებში, ალაგ-ალაგ, ირიბად დაწყობილი ქვის რიგებია, რომლებიც შესაბამის კედლებს მთელ სიგრძეზე არ გასდევს. კედლების ზედაპირი, როგორც შიგნით ისე გარედან, გალესილია ბათქაშით. მიუხედავად ამისა, იგი მაინც უსწორმასწოროა.

შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან გამოყვანილია აგურით და ნახევარწრიული ტიმპანითაა (შემორჩენილია მცირე ნაწილი) დასრულებული, შიგნით კი თარაზული გადახურვა აქვს. კარის ზღურბლი მიწიდან სამოციოდე სმ-ის სიმაღლეზეა, რის გამოც შესასვლელის წინ რამდენიმესაფეხურიანი კიბე უნდა ყოფილიყო მოწყობილი (ამჟამინდელი კიბე XX ს-ის მიწურულს, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერაა გაკეთებული).

ეკლესიის გეგმა შიგნითაც ოთხკუთხაა. საკურთხევლის ნაწილი იატაკის მიმართ თხუთმეტიოდე სმ-ითაა შემაღლებული. აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია გარეთკენ ოდნავ შევიწროებული, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი, რომლს წირთხლები და თაღი აგურითაა გამოყვანილი. სარკმლის ძირის დონეზე, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ბოლოში, თითო პატარა, ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ჩამოსწვრივ კი აგურით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას.

ეკლესია შიგნით გადახურულია ერთიანი კამარით, რომელიც გრძივ კედლებთან შეერთების ადგილზე მცირე კუთხეს ქმნის.

ეკლესიის ფასადები სადაა. სამხრეთ შესასვლელის თავზე, წყობაში, ჩასმულია საფლავის ოთხკუთხა ქვა. კედლები დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია დაკბილული და ჩვეულებრივი წყობით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობით.

ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით, რომლის ნაწილი აყრილია, ნაწილი კი – დამტვრეული.


[რედაქტირება] ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები