გაუცხოების ეფექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გაუცხოების ეფექტი''' – ასახვის ობიექტის მიმართ დისტანციის დამყარების მხატვრული ხერხი. თეატრთან მიმართებაში საუბარია ისეთ ტექნიკაზე, რომელიც შეგნებულად ხელს უშლის ილუზიის ჩამოყალიბებას, ხაზს უსვამს ხელოვნურობას, წარმოსახულის მხატვრულობას. ცნებაც და ტერმინიც თეატრის თეორიასა და პრაქტიკაში დამკვიდრებულია ბ. ბრეხტის მიერ და გულისხმობს მსახიობის მხრიდან როლის მიმართ დისტანციურ, მხატვრულ-ანალიტიკურ დამოკიდებულებას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მსახიობი პერსონაჟს სახიერად აგვიწერს, მაგრამ არ ცდილობს გარდაისახოს მასში; მის მიმართ აქვს შემეცნებითი დამოკიდებულება და არა თანაგანცდა, ქცევით მოგვითხრობს, მაგრამ არ ცხოვრობს გმირის სულიერი ცხოვრებით. გაუცხოების ეფექტის გასაძლიერებლად, ბრეხტი იყენებდა პირდაპირი კომენტირების ხერხს ზონგების სახით. გაუცხოების ეფექტი მსახიობისგან მოითხოვს არა მარტო მხატვრულ ხედვას, არამედ ადამიანის ფსიქიკისა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესების ღრმა ცოდნას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მაყურებელი აღარ იმყოფება თეატრალური ილუზიის ზეგავლენის ქვეშ და აზროვნებს მსახიობთან ერთად.
+
'''გაუცხოების ეფექტი''' – ასახვის ობიექტის მიმართ დისტანციის დამყარების მხატვრული ხერხი. თეატრთან მიმართებაში საუბარია ისეთ ტექნიკაზე, რომელიც შეგნებულად ხელს უშლის ილუზიის ჩამოყალიბებას, ხაზს უსვამს ხელოვნურობას, წარმოსახულის მხატვრულობას. ცნებაც და ტერმინიც თეატრის თეორიასა და პრაქტიკაში დამკვიდრებულია [[ბრეხტი ბერტოლტ|ბ. ბრეხტის]] მიერ და გულისხმობს მსახიობის მხრიდან როლის მიმართ დისტანციურ, მხატვრულ-ანალიტიკურ დამოკიდებულებას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მსახიობი პერსონაჟს სახიერად აგვიწერს, მაგრამ არ ცდილობს გარდაისახოს მასში; მის მიმართ აქვს შემეცნებითი დამოკიდებულება და არა თანაგანცდა, ქცევით მოგვითხრობს, მაგრამ არ ცხოვრობს გმირის სულიერი ცხოვრებით. გაუცხოების ეფექტის გასაძლიერებლად, ბრეხტი იყენებდა პირდაპირი კომენტირების ხერხს ზონგების სახით. გაუცხოების ეფექტი მსახიობისგან მოითხოვს არა მარტო მხატვრულ ხედვას, არამედ ადამიანის ფსიქიკისა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესების ღრმა ცოდნას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მაყურებელი აღარ იმყოფება თეატრალური ილუზიის ზეგავლენის ქვეშ და აზროვნებს მსახიობთან ერთად.
  
  

მიმდინარე ცვლილება 14:06, 23 მაისი 2023 მდგომარეობით

გაუცხოების ეფექტი – ასახვის ობიექტის მიმართ დისტანციის დამყარების მხატვრული ხერხი. თეატრთან მიმართებაში საუბარია ისეთ ტექნიკაზე, რომელიც შეგნებულად ხელს უშლის ილუზიის ჩამოყალიბებას, ხაზს უსვამს ხელოვნურობას, წარმოსახულის მხატვრულობას. ცნებაც და ტერმინიც თეატრის თეორიასა და პრაქტიკაში დამკვიდრებულია ბ. ბრეხტის მიერ და გულისხმობს მსახიობის მხრიდან როლის მიმართ დისტანციურ, მხატვრულ-ანალიტიკურ დამოკიდებულებას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მსახიობი პერსონაჟს სახიერად აგვიწერს, მაგრამ არ ცდილობს გარდაისახოს მასში; მის მიმართ აქვს შემეცნებითი დამოკიდებულება და არა თანაგანცდა, ქცევით მოგვითხრობს, მაგრამ არ ცხოვრობს გმირის სულიერი ცხოვრებით. გაუცხოების ეფექტის გასაძლიერებლად, ბრეხტი იყენებდა პირდაპირი კომენტირების ხერხს ზონგების სახით. გაუცხოების ეფექტი მსახიობისგან მოითხოვს არა მარტო მხატვრულ ხედვას, არამედ ადამიანის ფსიქიკისა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესების ღრმა ცოდნას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მაყურებელი აღარ იმყოფება თეატრალური ილუზიის ზეგავლენის ქვეშ და აზროვნებს მსახიობთან ერთად.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ეპიკური თეატრი

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები