ბალანტიდიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:ვეტერინარია]] | [[კატეგორია:ვეტერინარია]] | ||
[[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | [[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | ||
| + | [[კატეგორია:ღორის დაავადებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:36, 4 აპრილი 2023 მდგომარეობით
ბალანტიდიოზი - (balantidiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება balantidium + ბერძნ. osis დაავადება). ბალანტიდიოზი ფართოდაა გავრცელებული მეღორეობის ფერმებში. უმთავრესად ავადდებიან ასხლეტილი გოჭები, რომელთა დაინვაზიება ხდება ბალანტიდიოზის ცისტების გადაყლაპვით. დაავადება მწვავე და ქრონიკული ფორმებით მიმდინარეობს. მწვავე ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა მცირედ მატულობს, ვითარდება ფაღარათი, ფეკალში სისხლისა და ლორწოს მინარევებია. ქრონიკული მიმდინარეობის დროს ფაღარათი პერიოდულად ვითარდება, ცხოველი საკვებს არ იღებს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია.