თექე ოიუნი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''თექე ოჲუნ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Теке оюн: теке – „თხა“, оюн – „თამაში“)'' – ბალყარულ-ყარაჩული [[რელიგია|რელიგიური]] დღეობებისა და საწესო თამაშების თხისნიღბიანი პერსონაჟი – საკრალური ცხოველის როლის შემსრულებელი (საკუთვრივ [[ნიღაბი (აქსესუარი)|ნიღაბი]] და რქები ქეჩისგან, ხოლო თეთრი წვერი თხის გრძელი მატყლისგან მზადდებოდა. რქებზე მიმაგრებული იყო ზანზალაკები, მონეტები, რკინის სამკუთხა ფირფიტები, რომლებიც მოძრაობის დროს ჟღარუნობდნენ და მზეზე ბრწყინავდნენ. ნიღაბზე დაკერებული იყო სხვადასხვა ფერის ქსივილის ნაჭრები). | + | '''თექე ოჲუნ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Теке оюн: теке – „თხა“, оюн – „თამაში“)'' – ბალყარულ-ყარაჩული [[რელიგია|რელიგიური]] დღეობებისა და საწესო თამაშების თხისნიღბიანი [[პერსონაჟი]] – საკრალური ცხოველის როლის შემსრულებელი (საკუთვრივ [[ნიღაბი (აქსესუარი)|ნიღაბი]] და რქები ქეჩისგან, ხოლო თეთრი წვერი თხის გრძელი მატყლისგან მზადდებოდა. რქებზე მიმაგრებული იყო ზანზალაკები, მონეტები, [[რკინა|რკინის]] სამკუთხა ფირფიტები, რომლებიც მოძრაობის დროს ჟღარუნობდნენ და მზეზე ბრწყინავდნენ. ნიღაბზე დაკერებული იყო სხვადასხვა ფერის ქსივილის ნაჭრები). |
ყარაჩსა და ბალყარეთში XX ს-ის დასაწყისამდე არსებობდა საგაზაფხულო ციკლის თეატრალიზებული დღეობა „ჩოფფა-თოჲ“, რომელიც ჭექა-ქუხილის ღვთაება [[ჩოფა|ჩოფფას]], ნაყოფიერების ღვთაება [[დაულე|დაულესა]] და მარცვლეულის ლეწვის მფარველ [[ერირეჲ|ერირეჲს]] ეძღვნებოდა. თუკი ადრეულ ეპოქაში აღნიშნული დღეობა ცოცხალი ციკნის – „ჩოფფას ციკნის“ (Чоппа-улакъ) – გარშემო სრულდებოდა, მოგვიანებით იგი, როგორც ნაყოფიერების მოკვდავი და აღორძინებული ღვთაების [[სიმბოლო]], ჯერ ცხოველის ტყავმა და ფიტულმა შეცვალა, შემდეგ კი – თხისნიღბიანმა ადამიანმა. ეს არის ე. წ. რიტუალური სიცრუე, სიმპათიური [[მაგია]], როცა მსხვერპლად შესაწირს რაიმე საგან-სიმბოლო ცვლის. | ყარაჩსა და ბალყარეთში XX ს-ის დასაწყისამდე არსებობდა საგაზაფხულო ციკლის თეატრალიზებული დღეობა „ჩოფფა-თოჲ“, რომელიც ჭექა-ქუხილის ღვთაება [[ჩოფა|ჩოფფას]], ნაყოფიერების ღვთაება [[დაულე|დაულესა]] და მარცვლეულის ლეწვის მფარველ [[ერირეჲ|ერირეჲს]] ეძღვნებოდა. თუკი ადრეულ ეპოქაში აღნიშნული დღეობა ცოცხალი ციკნის – „ჩოფფას ციკნის“ (Чоппа-улакъ) – გარშემო სრულდებოდა, მოგვიანებით იგი, როგორც ნაყოფიერების მოკვდავი და აღორძინებული ღვთაების [[სიმბოლო]], ჯერ ცხოველის ტყავმა და ფიტულმა შეცვალა, შემდეგ კი – თხისნიღბიანმა ადამიანმა. ეს არის ე. წ. რიტუალური სიცრუე, სიმპათიური [[მაგია]], როცა მსხვერპლად შესაწირს რაიმე საგან-სიმბოლო ცვლის. | ||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
* Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995; | * Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995; | ||
* Боташева З. Б. Народный театр // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014. | * Боташева З. Б. Народный театр // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014. | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 16:52, 1 მაისი 2023 მდგომარეობით
თექე ოჲუნ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Теке оюн: теке – „თხა“, оюн – „თამაში“) – ბალყარულ-ყარაჩული რელიგიური დღეობებისა და საწესო თამაშების თხისნიღბიანი პერსონაჟი – საკრალური ცხოველის როლის შემსრულებელი (საკუთვრივ ნიღაბი და რქები ქეჩისგან, ხოლო თეთრი წვერი თხის გრძელი მატყლისგან მზადდებოდა. რქებზე მიმაგრებული იყო ზანზალაკები, მონეტები, რკინის სამკუთხა ფირფიტები, რომლებიც მოძრაობის დროს ჟღარუნობდნენ და მზეზე ბრწყინავდნენ. ნიღაბზე დაკერებული იყო სხვადასხვა ფერის ქსივილის ნაჭრები).
ყარაჩსა და ბალყარეთში XX ს-ის დასაწყისამდე არსებობდა საგაზაფხულო ციკლის თეატრალიზებული დღეობა „ჩოფფა-თოჲ“, რომელიც ჭექა-ქუხილის ღვთაება ჩოფფას, ნაყოფიერების ღვთაება დაულესა და მარცვლეულის ლეწვის მფარველ ერირეჲს ეძღვნებოდა. თუკი ადრეულ ეპოქაში აღნიშნული დღეობა ცოცხალი ციკნის – „ჩოფფას ციკნის“ (Чоппа-улакъ) – გარშემო სრულდებოდა, მოგვიანებით იგი, როგორც ნაყოფიერების მოკვდავი და აღორძინებული ღვთაების სიმბოლო, ჯერ ცხოველის ტყავმა და ფიტულმა შეცვალა, შემდეგ კი – თხისნიღბიანმა ადამიანმა. ეს არის ე. წ. რიტუალური სიცრუე, სიმპათიური მაგია, როცა მსხვერპლად შესაწირს რაიმე საგან-სიმბოლო ცვლის.
ბალყარულ-ყარაჩული ეთნოქორეოგრაფია ე. წ. „ჩოფფას“ ცეკვის რამდენიმე ვარიანტს იცნობს. მათგან განსაკუთრებით საინტერესოა ის ვარიანტი, რომლის დროსაც ფერხულის შუაგულში მდგარი თექე ოჲუნი, რომელიც თავისი მოძრაობითა და მიმიკით თხას ბაძავს, წრის გარღვევას ცდილობს, რაც ცეკვის ბოლოს გამოსდის.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Боташева З. Б. Народный театр // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.