პიერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფრანგული თეატრი]]
 
[[კატეგორია:ფრანგული თეატრი]]
[[კატეგორია:ფრანგული თეატრის პერსონაჟები]]
+
[[კატეგორია:თეატრალური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 12:16, 2 მაისი 2023 მდგომარეობით

ანტუან ვატო. პიერო

პიერო – (ფრანგ. Pierrot), ფრანგული ხალხური თეატრის პერსონაჟი (მსახური). წარმოიშვა XVII საუკუნის პიეროს პროტოტიპი იყო მსახურ პედროლინოს სახე იტალიურ კომედია დელ’არტედან. მარჯვე და გაბედული, თავის მოკატუნებით იგი ხშირად აღწევდა მიზანს, მაგრამ არცთუ იშვიათად, თვითონაც ებმებოდა მახეში.

პიეროს როლის შემსრულებელი გამოდიოდა უნიღბოდ, პირისახე ფქვილით ჰქონდა შეთეთრებული, ეცვა ფართე გლეხური პერანგი, ხშირად – ტომრისგან შეკერილი. იგი იყო ბაზრობების თეატრის საყვარელი გმირი, ლესაჟის ბევრი სატირული პიესის და პანტომიმის მონაწილე. ამ ნიღაბმა განიცადა ესთეტიზაცია „კომედი იტალიენის“ (პარიზი) სცენაზე. მის ხასიათში უპირატესობა მიენიჭა მწუხარე შეყვარებულის ნიშნებს. იგი იქცა არლეკინოს უიღბლო მეტოქედ. პიეროს ტრადიციულ კოსტიუმად ჩამოყალიბდა – თეთრი ფართო პერანგი ჟაბოთი, დიდი ღილებით, ფართე თეთრი პანტალონები, თავზე ქუდი წაწვეტებული ბოლოთი. მე-19 ს. მსახიობ-პანტომიმისტმა დებიურომ პიერო აქცია პანტომიმის ცენტრალურ ფიგურად. გროტესკულ-ექსცენტრიკულობასთან ერთად, მან გმირს შეუნარჩუნა ფსიქოლოგიური დამაჯერებლობა.

მე-20 ს. მოდერნისტულ თეატრში პიეროს სახემ შეიძინა დეკადენტური კონფიგურაცია და იქცა პესიმისტური განწყობილების გამომხატველ გმირად.

ფრანგულ თეატრში დებიუროს მიერ დანერგილი ტრადიცია გააგრძელეს ჟ. ლ. ბარომ, მ. მარსომ.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები