ბომარშე პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ბომარშე '''პიერ ბომარშე''' − (''ფრანგ.'' Pierre Beaumarchais, ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Bomarshe.JPG|thumb|120პქ|ბომარშე]]
+
[[ფაილი:Bomarshe.JPG|thumb|220პქ|ბომარშე]]
'''პიერ ბომარშე''' − (''ფრანგ.'' Pierre Beaumarchais, ნამდვ. გვარსახ. პიერ ოგიუსტენ კარონი, 1732-1799), ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი. დაიბადა პარიზში.  ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო [[მდაბიური დრამა|მდაბიური დრამებით]] „ევგენია“ და „ორი მეგობარი“. მისი სატირული ნიჭი განსაკუთრებული ძალით გამოვლინდა ფიგაროს შესახებ შექმნილ ტრილოგიის პირველ ნაწილში „სევილიელი დალაქი ანუ ამაო სიფრთხილე“ და „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“ ფიგაროს მესამე ნაწილი „ბოროტმოქმედი დედა ანუ მეორე ტარტიუფი“ მოკლებულია სატირულ სიმწვავეს.
+
'''პიერ ბომარშე''' − (''ფრანგ.'' Pierre Beaumarchais, ნამდვ. გვარსახ. პიერ ოგიუსტენ კარონი, 1732-1799), ფრანგი დრამატურგი, მუსიკოსი, პუბლიცისტი, გამომცემელი, დიპლომატი და ფინანსისტი, რომელიც მსხვილ ფინანსურ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. იგი საერთაშორისო დონის მთავრობის აგენტი გახლდათ.  
  
 +
ბომარშე პარიზელი მესაათის შვილი იყო, ბავშვობიდან გატაცებული მუსიკით და პოეზიით. პიერი და მისი დები უკრავდნენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, წერდნენ ლექსებს და დგამდნენ პარადეს, რომელშიც თავად მონაწილეობდნენ. 13 წლის ასაკში სკოლიდან გამოვიდა, რათა მესაათის პროფესიას დაუფლებოდა. მან გამოიგონა ახალი დეტალი, რითაც საათის მექანიზმის მუშაობა გააუმჯობესა. გამოგონებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ბევრი დამკვეთი გამოუჩნდა და მისი წყალობით „სამეფო კარის მესაათის“ წოდება მიიღო. მრავალმხრივი ნიჭის მქონე ბომარშეს მიღწეული წარმატება არ აკმაყოფილებდა. მიზნად ჰქონდა გამდიდრება და მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრება. ბომარშე დაუახლოვდა სამეფო კარს და ლუი XV-ის ქალიშვილებს [[არფა]]ზე დაკვრას ასწავლიდა. ის ორჯერ დაქორწინდა მაღალი წრის წარმომადგენელ მდიდარ, ქვრივ ქალბატონზე და ორივეჯერ მალე დაქვრივდა. პირველი ქორწინებისას შეიცვალა გვარი დე ბომარშედ, რომელიც არისტოკრატიისთვის უფრო მომხიბვლელად ჟღერდა. მხიარული, სიმპათიური, გალანტური, მახვილგონიერი, მჭევრმეტყველი, ქალაქის და სამეფო კარის ყველა სიახლისა და ჭორის მცოდნე ბომარშე მალე შეუცვლელი პერსონა გახდა სასახლეში. ის ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევდა სამეფო კარის თანამდებობებზე და [[აზნაური]]ს წოდებაც მიიღო. პიროვნული თვისებების წყალობით მაღალ საზოგადოებაში ადვილად დაიმკვიდრა თავი და გავლენიან პირებთან საჭირო კავშირებიც დაამყარა. ასე დაუმეგობრდა მსხვილ ფინანსისტ დიუვერნეს, მოგვიანებით მისი [[კომპანიონი]] გახდა და მოკლე დროში დიდი [[ქონება]] დააგროვა. სამეფო კარის წარმომადგენლებთან სიახლოვე შესაძლებლობას აძლევდა შეექმნა პოლიტიკური კარიერა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. „მშობლებს ჩემთვის კარგი განათლება რომ მოეცათ, ან შესაძლებლობა მქონოდა თავისუფლად ამერჩია გზა, მაშინ ჩემი დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, მსოფლიოზე დიდი გავლენის მქონე ადამიანების და მათი ინტერესების შესწავლის დაუძლეველი მისწრაფება, ყველა სიახლის ცოდნის დაუოკებელი სურვილი, ახლი ურთიერთკავშირების დაკვირვება და კომბინირება, უეჭველად მიბიძგებდა პოლიტიკისკენ“, – წერდა დრამატურგი.
  
 +
1764 წელს ბომარშე მადრიდში გაემგზავრა პირადი საქმის მოსაგვარებლად. მან შური იძია თავისი დის ღირსების შემლახველ ესპანელ მწერალ ხოსე კლავიგოზე. ადამიანებთან ნაცნობობისა და კავშირების დამყარების არაჩვეულებრივი უნარი ბომარშეს უცხო ქვეყანაშიც გამოადგა. [[ესპანეთი|ესპანეთში]] მალე დაუახლოვდა მაღალი თანამდებობის პირებს, მეფის გარემოცვას და მეფის კეთილგანწყობაც მოიპოვა. კლავიგო, რომელიც სამეფო არქივს ხელმძღვანელობდა, მისი გავლენით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბომარშე ყოველთვის რამდენიმე საქმეს ერთდროულად აგვარებდა და მადრიდშიც სავაჭრო გარიგებებში იღებდა მონაწილეობას.
  
 +
ბომარშემ და მისმა კომპანიონმა დიუვერნიემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეადგინეს საბუთი, სადაც მითითებული იყო სოლიდური თანხა, რომელიც დიუვერნიეს უნდა გადაეხადა ბომარშესთვის. დიუვერნიე მალევე გარდაიცვალა და ვერ მოასწრო თანხის დაბრუნება. მისმა კანონიერმა მემკვიდრემ კი უარი თქვა თანხის გადახდაზე და ბომარშე ხელმოწერის გაყალბებაში დაადანაშაულა, რის გამოც დაიწყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესი. დავა მემკვიდრის სასარგებლოდ დამთავრდა. ბომარშემ გადაწყვიტა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, რომელიც ისედაც ცუდად იყო განწყობილი [[საფრანგეთი]]ს მონარქიის ადმინისტრაციის მიმართ და ამ მიზნით დაწერა „მემუარები“ (1774), (მოგვიანებით შექმნა „მემუარების გაგრძელება“), სადაც პირადი პრობლემა  ზოგადსოციალურ პრობლემად აქცია. „მემუარები“ არის სასამართლო პროცესის ქრონიკა, რომელიც ლიტერატურის ისტორიაში შევიდა როგორც პუბლიცისტიკის საუკეთესო ნიმუში. ეს არის პოლიტიკური პამფლეტი, [[სარკაზმი]]თ გამსჭვალული ნაწარმოები, რომელშიც ბომარშემ კომიზმისთვის დამახასიათებელი სტილისტურ-სახეობრივი საშუალებების მთელი მარაგი გამოიყენა. „მემუარებში“ დიდი ოსტატობითაა დახატული სკანდალური სასამართლო პროცესის მონაწილეების: მოსამართლის, მისი მექრთამე ცოლის და სხვათა სატირული სახეები. თითოეული მათგანი გადაიქცა განზოგადებულ ტიპურ ხასიათად. „მემუარებში“ ბომარშემ გამოიყენა დიალოგის ფორმა, რაც დამახასიათებელია სასამართლოს პროცესებისთვის. „მემუარების“ საშუალებით მან აღმოაჩინა საკუთარ თავში [[კომედიოგრაფი]]ს ნიჭი და ამასთანავე არაჩვეულებრივ ფორმას მიაგნო მტრების დისკრედიტაციისთვის. ბომარშე „მემუარებს“ უფასოდ არიგებდა [[ქუჩა|ქუჩებში]], კაფეებში, თეატრებში, ხალხმრავალ ღონისძიებებზე. ნაწარმოებმა საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია და ამ გზით დიდი მხარდაჭერაც მოიპოვა. პარლამენტი იძულებული გახდა პირველი ინსტანციის განაჩენი გაეუქმებინა. ბომარშემ, რომელიც მანამდე ითვლებოდა უპრინციპო საქმოსნად, საფრანგეთის მოწინავე საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა და ცნობილი მწერალი გახდა. მემუარებიდან კომიკური სცენები [[ფარსი]]ს სახით თამაშდებოდა კერძო [[თეატრი]]ს [[სცენა]]ზე.
  
 +
მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლები ბომარშეს დევნიდნენ მისი მამხილებელი პათოსის გამო და, იმავდროულად, პრობლემების გადასაჭრელად მიმართავდნენ. ის პოლიტიკურ-დიპლომატიურ რჩევებს აძლევდა არა მარტო მინისტრებს, თავად მეფესაც კი. ბომარშე უთანაგრძნობდა ამერიკელებს კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში და არწმუნებდა საფრანგეთის მეფეს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დახმარებოდა ამერიკელ დემოკრატებს თავისუფლების, მოპოვებაში, რითაც საფრანგეთი შეძლებდა თავისი ძველი მეტოქის
 +
– ინგლისის „დამცირებას და დასუსტებას“. ბომარშე, პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად არ ივიწყებდა თავის ფინანსურ ინტერესებს, – ინგლისის წინააღმდეგ მებრძოლ სამხრეთამერიკულ კოლონიებს [[საბრძოლო იარაღი|იარაღი]]თ ამარაგებდა. ის არა მარტო კარგი ფინანსისტი იყო, არამედ დიდი მასშტაბის პოლიტიკური [[აგენტი]]ც. ბომარშე ასრულებდა საფრანგეთის მთავრობისა და ლუდოვიკო XV საიდუმლო დავალებებს ინგლისში, ჰოლანდიაში.
  
 +
დრამატურგი ხშირად მისთვის მნიშვნელოვან, მაგრამ ფინანსურად წამგებიან საქმეებსაც აკეთებდა. მან დიდი ფული დახარჯა [[ვოლტერი]]ს თხზულებათა კრებულის გამოცემაში. ამ წამოწყებამ მეცენატს [[ზარალი]] მოუტანა. სოლიდურ თანხად შეისყიდა ვოლტერის ხელნაწერები. ინგლისში შეიძინა საუკეთესო შრიფტი, [[ბელგია]]ში [[ქაღალდი]]ს მწარმოებელი ორი ფაბრიკა და რადგან საფრანგეთში ვოლტერის ზოგიერთი ნაწარმოების გამოქვეყნება აკრძალული იყო, გადაწყვიტა, წიგნი საზღვარგარეთ დაებეჭდა. ასევე იზარალა
 +
1792 წელს, როცა დიდი რაოდენობის იარაღი შეისყიდა ფრანგული რესპუბლიკური [[არმია|არმიისთვის]].
  
 +
ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების მიუხედავად, ბომარშეს თეატრი და დრამატურგია არ ავიწყდებოდა. აქტიურად იყო ჩართული თავისი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესების]] [[დადგმა (თეატრი)|დადგმებში]] და მსახიობებისგან მოითხოვდა ბუნებრიობას. „თქვენ მომხიბლავი, მგრძნობიარე ხართ, გემოვნებით, მოქნილი და ნაზი ხმით დაჯილდოებული. რა საჭიროა ყვირილი.ნნმშვიდი საუბრითაც შეიძლება კარგად [[თამაში (თეატრი)|თამაში]]“.
  
 +
მისი პირველი დრამატურგიული ნაწარმოები იყო [[მეშჩანური დრამა]] „[[ეჟენი (ბომარშე)|ეჟენი]]“ და „[[ორი მეგობარი (ბომარშე)|ორი მეგობარი ]]“. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყველაზე მნიშვნელოვანიბნაწარმოებია ტრილოგია „[[სევილიელი დალაქი (პიესა)|სევილიელი დალაქი]]“ (1775), „[[ფიგაროს ქორწინება (პიესა)|ფიგაროს ქორწინება]]“ (1784) და „[[დამნაშავე დედა (პიესა)|დამნაშავე დედა]]“ (1792), სადაც მთავარი მოქმედი გმირია ფიგარო. 
 +
 +
პარადოქსებით სავსე გახლდათ დიდი კომედიოგრაფის ცხოვრება, ის, ერთი მხრივ, განმანათლებლური იდეოლოგიის მხარდამჭერი იყო და, მეორე მხრივ, ერთგულად ემსახურებოდა მონარქიას; ამხელდა, აკრიტიკებდა სამეფო კარს, მის ინსტიტუტებს და, იმავდროულად, იყო მათი აგენტი და მრჩეველი. პერიოდულად, სხვადასხვა მიზეზით იჭერდნენ, დევნიდნენ, წიგნებს უწვავდნენ და, ამავე დროს, მოხიბლული იყვნენ დრამატურგის პიროვნებით და შემოქმედებით.
 +
 +
''ნინო ქირია''
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]]

მიმდინარე ცვლილება 16:18, 13 ივლისი 2023 მდგომარეობით

ბომარშე

პიერ ბომარშე − (ფრანგ. Pierre Beaumarchais, ნამდვ. გვარსახ. პიერ ოგიუსტენ კარონი, 1732-1799), ფრანგი დრამატურგი, მუსიკოსი, პუბლიცისტი, გამომცემელი, დიპლომატი და ფინანსისტი, რომელიც მსხვილ ფინანსურ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. იგი საერთაშორისო დონის მთავრობის აგენტი გახლდათ.

ბომარშე პარიზელი მესაათის შვილი იყო, ბავშვობიდან გატაცებული მუსიკით და პოეზიით. პიერი და მისი დები უკრავდნენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, წერდნენ ლექსებს და დგამდნენ პარადეს, რომელშიც თავად მონაწილეობდნენ. 13 წლის ასაკში სკოლიდან გამოვიდა, რათა მესაათის პროფესიას დაუფლებოდა. მან გამოიგონა ახალი დეტალი, რითაც საათის მექანიზმის მუშაობა გააუმჯობესა. გამოგონებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ბევრი დამკვეთი გამოუჩნდა და მისი წყალობით „სამეფო კარის მესაათის“ წოდება მიიღო. მრავალმხრივი ნიჭის მქონე ბომარშეს მიღწეული წარმატება არ აკმაყოფილებდა. მიზნად ჰქონდა გამდიდრება და მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრება. ბომარშე დაუახლოვდა სამეფო კარს და ლუი XV-ის ქალიშვილებს არფაზე დაკვრას ასწავლიდა. ის ორჯერ დაქორწინდა მაღალი წრის წარმომადგენელ მდიდარ, ქვრივ ქალბატონზე და ორივეჯერ მალე დაქვრივდა. პირველი ქორწინებისას შეიცვალა გვარი დე ბომარშედ, რომელიც არისტოკრატიისთვის უფრო მომხიბვლელად ჟღერდა. მხიარული, სიმპათიური, გალანტური, მახვილგონიერი, მჭევრმეტყველი, ქალაქის და სამეფო კარის ყველა სიახლისა და ჭორის მცოდნე ბომარშე მალე შეუცვლელი პერსონა გახდა სასახლეში. ის ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევდა სამეფო კარის თანამდებობებზე და აზნაურის წოდებაც მიიღო. პიროვნული თვისებების წყალობით მაღალ საზოგადოებაში ადვილად დაიმკვიდრა თავი და გავლენიან პირებთან საჭირო კავშირებიც დაამყარა. ასე დაუმეგობრდა მსხვილ ფინანსისტ დიუვერნეს, მოგვიანებით მისი კომპანიონი გახდა და მოკლე დროში დიდი ქონება დააგროვა. სამეფო კარის წარმომადგენლებთან სიახლოვე შესაძლებლობას აძლევდა შეექმნა პოლიტიკური კარიერა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. „მშობლებს ჩემთვის კარგი განათლება რომ მოეცათ, ან შესაძლებლობა მქონოდა თავისუფლად ამერჩია გზა, მაშინ ჩემი დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, მსოფლიოზე დიდი გავლენის მქონე ადამიანების და მათი ინტერესების შესწავლის დაუძლეველი მისწრაფება, ყველა სიახლის ცოდნის დაუოკებელი სურვილი, ახლი ურთიერთკავშირების დაკვირვება და კომბინირება, უეჭველად მიბიძგებდა პოლიტიკისკენ“, – წერდა დრამატურგი.

1764 წელს ბომარშე მადრიდში გაემგზავრა პირადი საქმის მოსაგვარებლად. მან შური იძია თავისი დის ღირსების შემლახველ ესპანელ მწერალ ხოსე კლავიგოზე. ადამიანებთან ნაცნობობისა და კავშირების დამყარების არაჩვეულებრივი უნარი ბომარშეს უცხო ქვეყანაშიც გამოადგა. ესპანეთში მალე დაუახლოვდა მაღალი თანამდებობის პირებს, მეფის გარემოცვას და მეფის კეთილგანწყობაც მოიპოვა. კლავიგო, რომელიც სამეფო არქივს ხელმძღვანელობდა, მისი გავლენით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბომარშე ყოველთვის რამდენიმე საქმეს ერთდროულად აგვარებდა და მადრიდშიც სავაჭრო გარიგებებში იღებდა მონაწილეობას.

ბომარშემ და მისმა კომპანიონმა დიუვერნიემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეადგინეს საბუთი, სადაც მითითებული იყო სოლიდური თანხა, რომელიც დიუვერნიეს უნდა გადაეხადა ბომარშესთვის. დიუვერნიე მალევე გარდაიცვალა და ვერ მოასწრო თანხის დაბრუნება. მისმა კანონიერმა მემკვიდრემ კი უარი თქვა თანხის გადახდაზე და ბომარშე ხელმოწერის გაყალბებაში დაადანაშაულა, რის გამოც დაიწყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესი. დავა მემკვიდრის სასარგებლოდ დამთავრდა. ბომარშემ გადაწყვიტა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, რომელიც ისედაც ცუდად იყო განწყობილი საფრანგეთის მონარქიის ადმინისტრაციის მიმართ და ამ მიზნით დაწერა „მემუარები“ (1774), (მოგვიანებით შექმნა „მემუარების გაგრძელება“), სადაც პირადი პრობლემა ზოგადსოციალურ პრობლემად აქცია. „მემუარები“ არის სასამართლო პროცესის ქრონიკა, რომელიც ლიტერატურის ისტორიაში შევიდა როგორც პუბლიცისტიკის საუკეთესო ნიმუში. ეს არის პოლიტიკური პამფლეტი, სარკაზმით გამსჭვალული ნაწარმოები, რომელშიც ბომარშემ კომიზმისთვის დამახასიათებელი სტილისტურ-სახეობრივი საშუალებების მთელი მარაგი გამოიყენა. „მემუარებში“ დიდი ოსტატობითაა დახატული სკანდალური სასამართლო პროცესის მონაწილეების: მოსამართლის, მისი მექრთამე ცოლის და სხვათა სატირული სახეები. თითოეული მათგანი გადაიქცა განზოგადებულ ტიპურ ხასიათად. „მემუარებში“ ბომარშემ გამოიყენა დიალოგის ფორმა, რაც დამახასიათებელია სასამართლოს პროცესებისთვის. „მემუარების“ საშუალებით მან აღმოაჩინა საკუთარ თავში კომედიოგრაფის ნიჭი და ამასთანავე არაჩვეულებრივ ფორმას მიაგნო მტრების დისკრედიტაციისთვის. ბომარშე „მემუარებს“ უფასოდ არიგებდა ქუჩებში, კაფეებში, თეატრებში, ხალხმრავალ ღონისძიებებზე. ნაწარმოებმა საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია და ამ გზით დიდი მხარდაჭერაც მოიპოვა. პარლამენტი იძულებული გახდა პირველი ინსტანციის განაჩენი გაეუქმებინა. ბომარშემ, რომელიც მანამდე ითვლებოდა უპრინციპო საქმოსნად, საფრანგეთის მოწინავე საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა და ცნობილი მწერალი გახდა. მემუარებიდან კომიკური სცენები ფარსის სახით თამაშდებოდა კერძო თეატრის სცენაზე.

მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლები ბომარშეს დევნიდნენ მისი მამხილებელი პათოსის გამო და, იმავდროულად, პრობლემების გადასაჭრელად მიმართავდნენ. ის პოლიტიკურ-დიპლომატიურ რჩევებს აძლევდა არა მარტო მინისტრებს, თავად მეფესაც კი. ბომარშე უთანაგრძნობდა ამერიკელებს კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში და არწმუნებდა საფრანგეთის მეფეს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დახმარებოდა ამერიკელ დემოკრატებს თავისუფლების, მოპოვებაში, რითაც საფრანგეთი შეძლებდა თავისი ძველი მეტოქის – ინგლისის „დამცირებას და დასუსტებას“. ბომარშე, პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად არ ივიწყებდა თავის ფინანსურ ინტერესებს, – ინგლისის წინააღმდეგ მებრძოლ სამხრეთამერიკულ კოლონიებს იარაღით ამარაგებდა. ის არა მარტო კარგი ფინანსისტი იყო, არამედ დიდი მასშტაბის პოლიტიკური აგენტიც. ბომარშე ასრულებდა საფრანგეთის მთავრობისა და ლუდოვიკო XV საიდუმლო დავალებებს ინგლისში, ჰოლანდიაში.

დრამატურგი ხშირად მისთვის მნიშვნელოვან, მაგრამ ფინანსურად წამგებიან საქმეებსაც აკეთებდა. მან დიდი ფული დახარჯა ვოლტერის თხზულებათა კრებულის გამოცემაში. ამ წამოწყებამ მეცენატს ზარალი მოუტანა. სოლიდურ თანხად შეისყიდა ვოლტერის ხელნაწერები. ინგლისში შეიძინა საუკეთესო შრიფტი, ბელგიაში ქაღალდის მწარმოებელი ორი ფაბრიკა და რადგან საფრანგეთში ვოლტერის ზოგიერთი ნაწარმოების გამოქვეყნება აკრძალული იყო, გადაწყვიტა, წიგნი საზღვარგარეთ დაებეჭდა. ასევე იზარალა 1792 წელს, როცა დიდი რაოდენობის იარაღი შეისყიდა ფრანგული რესპუბლიკური არმიისთვის.

ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების მიუხედავად, ბომარშეს თეატრი და დრამატურგია არ ავიწყდებოდა. აქტიურად იყო ჩართული თავისი პიესების დადგმებში და მსახიობებისგან მოითხოვდა ბუნებრიობას. „თქვენ მომხიბლავი, მგრძნობიარე ხართ, გემოვნებით, მოქნილი და ნაზი ხმით დაჯილდოებული. რა საჭიროა ყვირილი.ნნმშვიდი საუბრითაც შეიძლება კარგად თამაში“.

მისი პირველი დრამატურგიული ნაწარმოები იყო მეშჩანური დრამაეჟენი“ და „ორი მეგობარი “. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყველაზე მნიშვნელოვანიბნაწარმოებია ტრილოგია „სევილიელი დალაქი“ (1775), „ფიგაროს ქორწინება“ (1784) და „დამნაშავე დედა“ (1792), სადაც მთავარი მოქმედი გმირია ფიგარო.

პარადოქსებით სავსე გახლდათ დიდი კომედიოგრაფის ცხოვრება, ის, ერთი მხრივ, განმანათლებლური იდეოლოგიის მხარდამჭერი იყო და, მეორე მხრივ, ერთგულად ემსახურებოდა მონარქიას; ამხელდა, აკრიტიკებდა სამეფო კარს, მის ინსტიტუტებს და, იმავდროულად, იყო მათი აგენტი და მრჩეველი. პერიოდულად, სხვადასხვა მიზეზით იჭერდნენ, დევნიდნენ, წიგნებს უწვავდნენ და, ამავე დროს, მოხიბლული იყვნენ დრამატურგის პიროვნებით და შემოქმედებით.

ნინო ქირია


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები