დე ფილიპო ედუარდო
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დე ფილიპო ედუარდო“ გადაიტანა გვერდზე „ედუარდო დე ფილიპო“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ედუარდო დე ფილიპო“ გადაიტანა გვერდზე „დე ფილიპო ედუარდო“ გადა...) |
მიმდინარე ცვლილება 14:37, 29 მაისი 2023 მდგომარეობით
ედუარდო დე ფილიპო – (იტალ. Eduardo De Filippo, ნამდვვილი გვარი პასარელი, 1900-1984), იტალიელი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი.
სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო ადრეულ ასაკში. 1931 წ. შექმნა საკუთარი დასი „დე ფილიპოს კომიკური თეატრი“ პირველი პიესა დაწერა 1926 წელს. მთელი მისი თეატრალური მოღვაწეობა დაკავშირებულია ნეაპოლის დიალექტალურ თეატრთან – კომედია დელ’არტეს უშუალო მემკვიდრესთან. ამასთანავე იგი ცდილობდა ამ თეატრის საზღვრების გაფართოებას, რაც აისახა მის კომედიაში „შობის დღესასწაული კუპელოს სახლში“. მისი ტალანტი, შეზღუდული ფაშისტური დიქტატურის მიერ, გასაქანს პოულობს მე-2 მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. ამ დროისათვის იგი პიესებს წერს ნეორეალიზმის სტილში: „ნეაპოლი-მილიონერი“, „ეს მოჩვენებანი“, „ფილუმენა მარტურანო“, „ტყუილი გრძელ ფეხებზე“, „შინაგანი ხმები“, „დიდი მაგია“, „შიში №1“, „ჩემი ოჯახი“, „დე პრეტორე ვინჩენცო“, „შაბათი, კვირა, ორშაბათი“ (და სხვ.). ეს პიესები აღსავსეა სოციალური მნიშვნელობით, ჰუმანიზმით, ფსიქოლოგიური დახვეწილობით და ამასთანავე შეიცავს ბუფონურ სიმხიარულეს, გროტესკულობას. დე ფილიპო თვითონ იყო თავისი კომედიების ძირითადი როლების შემსრულებელი. მას ახასიათებდა პათეტიკა და კომიზმი.