ევალდი იოჰანეს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ევალდი იოჰანეს“ გადაიტანა გვერდზე „იოჰანეის ევალდი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოჰანეის ევალდი“ გადაიტანა გვერდზე „ევალდი იოჰანეს“ გადამისა...) |
მიმდინარე ცვლილება 14:13, 30 მაისი 2023 მდგომარეობით
იოჰანეის ევალდი – (დან. Johannes Ewald, 1743-1781), დანიელი დრამატურგი. მის პირველ ტრაგედიას „ადამ და ევა“ ეტყობა კლასიციზმის პოეტიკის გავლენა. დანიური დრამატურგიის და თეატრის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტრაგედიებს „როლფ კრაგე“ და „ბალდურას სიკვდილი“, სადაც პირველად იქნა გამოყენებული ძველსკანდინავიური მითოლოგია და ისტორია. ამ პიესების ჰეროიკულ-პატრიოტულმა პათოსმა გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში და გავლენა იქონია ა. ელენშლეგერის და სხვა დანიელი დრამატურგების შემოქმედებაზე. პიესაში „მეთევზეები“ მან პირველად ასახა უბრალო ადამიანების ცხოვრება. დაწერა კომედიები „გაშმაგებული კლაკერები“, „ძველი მარტოხელა მამაკაცები“, „არლეკინო – პატრიოტი“, სადაც გააგრძელა ლ. ჰოლბერგის სატირული ტრადიციები.