ეზოპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ეზოპე, ქანდაკება, რომი '''ეზოპე''' – (ბერძ. Αἴσωπο...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Ezope.JPG|thumb|120პქ|ეზოპე, ქანდაკება, რომი]]
 
'''ეზოპე''' – (ბერძ. Αἴσωπος Aísōpos; მე-6. ს. ძვ.წ.), ნახევრადლეგენდარული ძველბერძენი მეიგავე, მიჩნეულია იგავის შემქმნელად (ჩამომყალიბებლად). გადმოცემის მიხედვით იყო სახალხო ბრძენი, კოჭლი მონა, დელფიელი [[ქურუმი|ქურუმების]] გადაწყვეტილებით. კლდიდან გადმოგდებული. მას მიეწერება თითქმის ყველა ანტიკური იგავის ავტორობა, რომელიც მე-4-3 სს. ძვ.წ. გამოიცა კრებულის სახით „ეზოპეს იგავები“. განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა მე-10-15 საუკუნეებში.
+
'''ეზოპე''' – (ბერძ. Αἴσωπος Aísōpos; მე-6. ს. ძვ.წ.), ნახევრად ლეგენდარული ძველბერძენი მეიგავე.  
  
 +
თავისი „ისტორიის“ მეორე წიგნში [[ჰეროდოტე]] მოგვითხრობს ეზოპეს შესახებ, ეზოპე იყო იადმონ სამოსელის მონა, იგი დელფოში იყო კრეზის მიერ სარდედან გაგზავნილი, მას დელფელებმა ტაძრიდან ოქროს ფიალის მოპარვა დააბრალეს და მოკლეს უდანაშაულოდ, ხოლო შემდეგ დელფელებმა მისნის მითითებით შეკითხვები დააგზავნეს, თუ ვინ იქნებოდა ეზოპეს მოკვლისათვის სისხლის ამღები, და ასეთად გამოცხადდა მხოლოდ იადმოსი, იმ იადმონის შვილიშვილი“ (ჰეროდოტე II, 134).
  
 +
საყურადღებოა, რომ ჰეროდოტე უწოდებს ეზოპეს „ლოგოპოიოს“. ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ბერძნები იმ მწერალს, რომელიც პროზით წერდა; მისი საპირისპირო ტერმინი იყო „პოეტი“. მაშასადამე, უკვე ჰეროდოტეს დროს ცნობილი ყოფილა, რომ ეზოპეს იგავები პროზაულ ნაწარმოებებს წარმოადგენდნენ. ჩვენთვის აქ საყურადღებოა თვით ის ფაქტი, რომ V საუკუნეში გავრცელებული ყოფილა პროზით შეთხზული იგავები ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ავტორი, იყო ეს ეზოპე თუ სხვა ვინმე, ეს კამათის საგანია მეცნიერთა შორის. ზოგიერთი მეცნიერი ეზოპეს ლეგენდარულ პიროვნებად თვლის. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ არის ცხადი: ბერძნული სამყარო არაკების ავტორად იცნობს მხოლოდ ეზოპეს და მის შესახებ ქმნის ვრცელ ბიოგრაფიას.
  
 +
ანტიკური ცნობებით ეზოპე სარდელია, ზოგიერთების გადმოცემით თრაკიელი, ან ფრიგიელი. გარეგნობით მახინჯი ყოფილა: „უშეურაცხესი იყო უფროს ყოველთა კაცთა, რომელ იყო იგი მოხრილ ბექითა, და მოქცეულ კისრითა, და ცხვირით მოხრილ, სახითა შავ და ლაშიან, ხოლო მუცლითა განბერილ, ვითარცა იტყჳს ომიროზ, ვითარმედ იყო იგი სახილველად შეურაცხი და უდარესი ყოველთა. და იყო იგი უხმო და ენა-ბრგუნილ“ − ასე აგვიწერს ეზოპეს  გარეგნობას „ეზოპეს ცხოვრების“ ქართული ვერსია. თუმცა ასეთი იყო ის გარეგნობით, მაგრამ განსაცვიფრებელი იყო თავისი ჭკუით და გულისხმიერებით. „…განსაკჳრვებელ იყო ყოველთა მიერ, რომელ ეგევითარი ჴორცითა შეურაცხ კაცი ვითარ ჰყოფს ესოდენთა საქმეთა. ხოლო რაოდენ იყო იგი შეურაცხ და ხენეშ ჴორცითა, ეგოდენ იყო იგი გონიერ გულითა და ყოვლისა სიტყჳთა მიგებად მზა”. (საქ. მუზ. ხელნაწერი 8-2409).
  
 +
ეზოპეს ბიოგრაფიაში გადმოცემულია მრავალნაირი მისი თავგადასავალი; ის ხან მიწათმოქმედის მონაა, ხან ვაჭრისა, ხან ფილოსოფოსისა; ყველგან აჩენს ის თავის ჭკუის, ცოდნას და გამოცდილებას; უყვარს საწყალი ხალხი, სძულს ბოროტნი; სუსტს ექომაგება, ძლიერს მეტოქეობას უწევს.
  
 +
ეზოპეს იცნობს IV საუკუნის ბოლო წლების მწიგნობარი დემეტრიოს ფალერელი, რომელსაც შეუდგენია ეზოპეს იგავთა კრებულები (პროზად). კრებულები შეუდგენიათ სხვა მწიგნობრებსაც, ხოლო ჩვენამდე მოღწეულია ეზოპეს იგავები პოეტურად გადამუშავებული ფედროსის (I საუკ.), ბაბრიოსის (II საუკ) და ავიანეს (IV-V საუკ.) მიერ. ბიზანტიურ პერიოდში ეზოპეს იგავთა პროზაული თხრობა შეტანილ იქმნა ე. წ. „სინტიპას იგავებში, ხოლო იგნატი დიაკონოსმა (IX საუკ.) ისინი კოჭლი იამბებით გალექსა. XI საუკუნეში შეკრებილ იქმნა პროზაული იგავები და ჩვენ გვაქვს მათი სამი რედაქცია. ამ კრებულიდან ტექსტები იგავებისა დაამუშავა მაქსიმე პლანუდემ (XIII საუკ.).
  
 +
მაქსიმე პლანუდეს მიერ შერჩეული 144 იგავი წარმოადგენს ძირითად მასალას, რომელიც საფუძვლად უდევს ეზოპეს იგავთა გამოცემას, ხოლო მას ემატება 136 ახალი იგავი, რომლებიც შემდგომ გამომცემლებმა შეარჩიეს ძველი კრებულებიდან. ეზოპეს ყოველი იგავი შედგება ორი ნაწილისაგან: არაკი და განმარტებას, ე. ი. არაკის გადმოცემის შემდეგ ავტორი ურთავს თუ რას გვასწავლის ეს არაკი.
  
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[ბერძნული ლიტერატურის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძენი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძენი მწერლები]]
 
[[კატეგორია:მეიგავეები]]
 
[[კატეგორია:მეიგავეები]]

მიმდინარე ცვლილება 15:56, 22 სექტემბერი 2025 მდგომარეობით

ეზოპე, ქანდაკება, რომი

ეზოპე – (ბერძ. Αἴσωπος Aísōpos; მე-6. ს. ძვ.წ.), ნახევრად ლეგენდარული ძველბერძენი მეიგავე.

თავისი „ისტორიის“ მეორე წიგნში ჰეროდოტე მოგვითხრობს ეზოპეს შესახებ, ეზოპე იყო იადმონ სამოსელის მონა, იგი დელფოში იყო კრეზის მიერ სარდედან გაგზავნილი, მას დელფელებმა ტაძრიდან ოქროს ფიალის მოპარვა დააბრალეს და მოკლეს უდანაშაულოდ, ხოლო შემდეგ დელფელებმა მისნის მითითებით შეკითხვები დააგზავნეს, თუ ვინ იქნებოდა ეზოპეს მოკვლისათვის სისხლის ამღები, და ასეთად გამოცხადდა მხოლოდ იადმოსი, იმ იადმონის შვილიშვილი“ (ჰეროდოტე II, 134).

საყურადღებოა, რომ ჰეროდოტე უწოდებს ეზოპეს „ლოგოპოიოს“. ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ბერძნები იმ მწერალს, რომელიც პროზით წერდა; მისი საპირისპირო ტერმინი იყო „პოეტი“. მაშასადამე, უკვე ჰეროდოტეს დროს ცნობილი ყოფილა, რომ ეზოპეს იგავები პროზაულ ნაწარმოებებს წარმოადგენდნენ. ჩვენთვის აქ საყურადღებოა თვით ის ფაქტი, რომ V საუკუნეში გავრცელებული ყოფილა პროზით შეთხზული იგავები ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ავტორი, იყო ეს ეზოპე თუ სხვა ვინმე, ეს კამათის საგანია მეცნიერთა შორის. ზოგიერთი მეცნიერი ეზოპეს ლეგენდარულ პიროვნებად თვლის. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ არის ცხადი: ბერძნული სამყარო არაკების ავტორად იცნობს მხოლოდ ეზოპეს და მის შესახებ ქმნის ვრცელ ბიოგრაფიას.

ანტიკური ცნობებით ეზოპე სარდელია, ზოგიერთების გადმოცემით თრაკიელი, ან ფრიგიელი. გარეგნობით მახინჯი ყოფილა: „უშეურაცხესი იყო უფროს ყოველთა კაცთა, რომელ იყო იგი მოხრილ ბექითა, და მოქცეულ კისრითა, და ცხვირით მოხრილ, სახითა შავ და ლაშიან, ხოლო მუცლითა განბერილ, ვითარცა იტყჳს ომიროზ, ვითარმედ იყო იგი სახილველად შეურაცხი და უდარესი ყოველთა. და იყო იგი უხმო და ენა-ბრგუნილ“ − ასე აგვიწერს ეზოპეს გარეგნობას „ეზოპეს ცხოვრების“ ქართული ვერსია. თუმცა ასეთი იყო ის გარეგნობით, მაგრამ განსაცვიფრებელი იყო თავისი ჭკუით და გულისხმიერებით. „…განსაკჳრვებელ იყო ყოველთა მიერ, რომელ ეგევითარი ჴორცითა შეურაცხ კაცი ვითარ ჰყოფს ესოდენთა საქმეთა. ხოლო რაოდენ იყო იგი შეურაცხ და ხენეშ ჴორცითა, ეგოდენ იყო იგი გონიერ გულითა და ყოვლისა სიტყჳთა მიგებად მზა”. (საქ. მუზ. ხელნაწერი 8-2409).

ეზოპეს ბიოგრაფიაში გადმოცემულია მრავალნაირი მისი თავგადასავალი; ის ხან მიწათმოქმედის მონაა, ხან ვაჭრისა, ხან ფილოსოფოსისა; ყველგან აჩენს ის თავის ჭკუის, ცოდნას და გამოცდილებას; უყვარს საწყალი ხალხი, სძულს ბოროტნი; სუსტს ექომაგება, ძლიერს მეტოქეობას უწევს.

ეზოპეს იცნობს IV საუკუნის ბოლო წლების მწიგნობარი დემეტრიოს ფალერელი, რომელსაც შეუდგენია ეზოპეს იგავთა კრებულები (პროზად). კრებულები შეუდგენიათ სხვა მწიგნობრებსაც, ხოლო ჩვენამდე მოღწეულია ეზოპეს იგავები პოეტურად გადამუშავებული ფედროსის (I საუკ.), ბაბრიოსის (II საუკ) და ავიანეს (IV-V საუკ.) მიერ. ბიზანტიურ პერიოდში ეზოპეს იგავთა პროზაული თხრობა შეტანილ იქმნა ე. წ. „სინტიპას იგავებში, ხოლო იგნატი დიაკონოსმა (IX საუკ.) ისინი კოჭლი იამბებით გალექსა. XI საუკუნეში შეკრებილ იქმნა პროზაული იგავები და ჩვენ გვაქვს მათი სამი რედაქცია. ამ კრებულიდან ტექსტები იგავებისა დაამუშავა მაქსიმე პლანუდემ (XIII საუკ.).

მაქსიმე პლანუდეს მიერ შერჩეული 144 იგავი წარმოადგენს ძირითად მასალას, რომელიც საფუძვლად უდევს ეზოპეს იგავთა გამოცემას, ხოლო მას ემატება 136 ახალი იგავი, რომლებიც შემდგომ გამომცემლებმა შეარჩიეს ძველი კრებულებიდან. ეზოპეს ყოველი იგავი შედგება ორი ნაწილისაგან: არაკი და განმარტებას, ე. ი. არაკის გადმოცემის შემდეგ ავტორი ურთავს თუ რას გვასწავლის ეს არაკი.

[რედაქტირება] წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები