ვიგმანი მარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვიგმანი მარი“ გადაიტანა გვერდზე „მარი ვიგმანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარი ვიგმანი“ გადაიტანა გვერდზე „ვიგმანი მარი“ გადამისამართე...) |
მიმდინარე ცვლილება 12:24, 31 მაისი 2023 მდგომარეობით
მარი ვიგმანი – (ინგლ. Mary Wigman, 1886-1973), გერმანელი მოცეკვავე, ე. ჟაკ-დალკროზის და რ. ლაბანის მოწაფე.
1918 წ. განახორციელა დადგმა თავისი პირველი ქორეოგრაფიული კომპოზიციისა „სიცოცხლის შვიდი ცეკვა“, რომლის შემდეგ გამოიკვეთა რიტმულ-პლასტიკური ცეკვის მისი მანერა. უარყოფდა მუსიკალურ თანხლებას (დასარტყამი ინსტრუმენტების გარდა), მიმართავდა მოძრაობის უკიდურეს აკრობატიზმს, პრიორიტეტს ანიჭებდა მოცეკვავის სხეულის გამომსახველობას. ითვლება თანამედროვე „ცეკვა მოდერნის“ ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1920 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.