ჟემიე ფირმენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფირმენ ჟემიე''' – (ნამდვილი გვარი. – ტონერი, 1869-1933), ფრანგი მსახი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფირმენ ჟემიე“ გადაიტანა გვერდზე „ჟემიე ფირმენ“ გადამისამართე...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:22, 6 ივნისი 2023 მდგომარეობით

ფირმენ ჟემიე – (ნამდვილი გვარი. – ტონერი, 1869-1933), ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე. 1887 წ. მუშაობას იწყებს სტატისტად თავისუფალ თეატრში. 1895-1906 წწ. მუშაობდა პარიზის თეატრებში, 1906-21 წწ. ხელმძღვანელობდა ანტუანის თეატრს, ხოლო 1920-33 წწ. – მის მიერ დაარსებულ „ნაციონალურ სახალხო თეატრს“. იყო რეალიზმის პრინციპების ერთგული დამცველი. თამაშობდა ძალზედ განსხვავებულ როლებს – მკვეთრად სახასიათოს, ლირიკულს, ტრაგედიულს, სატირულს. იგი ითვლებოდა სცენაზე ბუნებრივი თამაშის დიდოსტატად. როგორც რეჟისორი, ყოველმხრივ ცდილობდა შეექმნა ფართო მასებისთვის გასაგები თეატრი, ეძებდა ახალ ფორმებს ამ მიზნის მისაღწევად. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები