რუედა ლოპე დე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რუედა ლოპე დე“ გადაიტანა გვერდზე „ლოპე დე რუედა“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Lope de rueda.JPG|thumb|150პქ|ლოპე დე რუედა]] | [[ფაილი:Lope de rueda.JPG|thumb|150პქ|ლოპე დე რუედა]] | ||
| − | '''ლოპე დე რუედა''' − (''იტალ.'' lope de Rueda, დაახლ. 1510 – დაახლ. 1565, ესპანელი მსახიობი, დრამატურგი. პროფესიით ხელოსანი, იგი [[თეატრი]]თ დაინტერესდა და [[მოხეტიალე დასები|მოხეტიალე დასს]] შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელი გახდა 1544 წელს და ამ დასისთვის წერდა [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებს]]. | + | '''ლოპე დე რუედა''' − (''იტალ.'' lope de Rueda, დაახლ. 1510 – დაახლ. 1565, ესპანელი მსახიობი, დრამატურგი. პროფესიით ხელოსანი, იგი [[თეატრი]]თ დაინტერესდა და [[მოხეტიალე დასები|მოხეტიალე დასს]] შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელი გახდა 1544 წელს და ამ დასისთვის წერდა [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებს]]. |
| − | + | ||
| + | მისი კომედიების სიუჟეტი ძირითადად იტალიური ნოველებიდან და რენესანსული [[კომედია|კომედიებიდანაა]] ნასესხები. ლოპე დე რუედას შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი [[პასოსი|პასოსები]] – შუა საუკუნეების [[ფარსი]]ს ტიპის ჟანრული სურათები, რომელთა მთავარი [[პერსონაჟი|პერსონაჟები]] უბრალო ადამიანები არიან. XVI საუკუნეში ფარსის სცენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, ხშირად, მაყურებელთა გართობას ემსახურებოდა. ლოპე დე რუედამ ამ ეპიზოდურ სცენებს მხატვრული ფორმა მისცა და შექმნა დამოუკიდებელი ჟანრი, რომელმაც შემდგომ ფართო გავრცელება ჰპოვა [[ინტერმედია|ინტერმედიების]] სახით, რაც სპექტაკლის განუყოფელი ნაწილი გახდა. რუედას დამსახურება ესპანურ თეატრში | ||
| + | მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მან პასოსებში დიდი გაბედულებით დაამკვიდრა ხალხური მეტყველება და შექმნა მდაბიოთა ტიპაჟები, არამედ იმაში, რომ პროფესიონალმა მსახიობებმა თეატრალური სანახაობა სახლებიდან მოედანზე გაიტანეს. ამდენად, ლოპე დე რუედამ პირველმა ჩაუყარა საფუძველი ნამდვილ სახალხო თეატრს. | ||
| + | დღეისათვის მისი ნაწარმოებებიდან ცნობილია 4 [[კომედია]], 3 „მწყემსთა საუბრები“ და 20-ზე მეტი [[პასოსი]]. კომედიების და პასტორალების „ეუთემია“, „არმელინა“, „მოტყუებულნი“, „კამილა“, „ტიმბრია“ (და სხვ.) [[სიუჟეტი|სიუჟეტები]] და სტრუქტურა ნასესხებია იტალიური წყაროებიდან. მან შემოქმედებითად გადაამუშავა „[[სწავლული კომედია|სწავლული კომედიის]]“ ხერხები და მიუერთა ხალხური თეატრის ტრადიციულ [[პასოსი|პასოსებს]] (კომიკურ-ყოფით [[ინტერმედია|ინტერმედიებს]]) „მოწვეული“, „ხაუხას ქვეყანა“, „ნიღაბი“, „კმაყოფილი რქოსანი“ (და სხვ.). მან შექმნა ცოცხალი ეროვნული ხასიათები, [[პერსონაჟი|პერსონაჟები]] აამეტყველა ხალხურ ენაზე. მის ხელოვნებას მაღალ შეფასებას აძლევდა მ. სერვანტესი, ხოლო [[ლოპე დე ვეგა]] მას თვლიდა ესპანური ნაციონალური თეატრის ფუძემდებლად. | ||
| ხაზი 9: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | + | * [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| + | * [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]] | ||
[[კატეგორია:დრამატურგები]] | [[კატეგორია:დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია:ესპანელი დრამატურგები]] | [[კატეგორია:ესპანელი დრამატურგები]] | ||
| + | [[კატეგორია:ესპანური თეატრი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:51, 29 ივნისი 2023 მდგომარეობით
ლოპე დე რუედა − (იტალ. lope de Rueda, დაახლ. 1510 – დაახლ. 1565, ესპანელი მსახიობი, დრამატურგი. პროფესიით ხელოსანი, იგი თეატრით დაინტერესდა და მოხეტიალე დასს შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელი გახდა 1544 წელს და ამ დასისთვის წერდა პიესებს.
მისი კომედიების სიუჟეტი ძირითადად იტალიური ნოველებიდან და რენესანსული კომედიებიდანაა ნასესხები. ლოპე დე რუედას შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პასოსები – შუა საუკუნეების ფარსის ტიპის ჟანრული სურათები, რომელთა მთავარი პერსონაჟები უბრალო ადამიანები არიან. XVI საუკუნეში ფარსის სცენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, ხშირად, მაყურებელთა გართობას ემსახურებოდა. ლოპე დე რუედამ ამ ეპიზოდურ სცენებს მხატვრული ფორმა მისცა და შექმნა დამოუკიდებელი ჟანრი, რომელმაც შემდგომ ფართო გავრცელება ჰპოვა ინტერმედიების სახით, რაც სპექტაკლის განუყოფელი ნაწილი გახდა. რუედას დამსახურება ესპანურ თეატრში მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მან პასოსებში დიდი გაბედულებით დაამკვიდრა ხალხური მეტყველება და შექმნა მდაბიოთა ტიპაჟები, არამედ იმაში, რომ პროფესიონალმა მსახიობებმა თეატრალური სანახაობა სახლებიდან მოედანზე გაიტანეს. ამდენად, ლოპე დე რუედამ პირველმა ჩაუყარა საფუძველი ნამდვილ სახალხო თეატრს.
დღეისათვის მისი ნაწარმოებებიდან ცნობილია 4 კომედია, 3 „მწყემსთა საუბრები“ და 20-ზე მეტი პასოსი. კომედიების და პასტორალების „ეუთემია“, „არმელინა“, „მოტყუებულნი“, „კამილა“, „ტიმბრია“ (და სხვ.) სიუჟეტები და სტრუქტურა ნასესხებია იტალიური წყაროებიდან. მან შემოქმედებითად გადაამუშავა „სწავლული კომედიის“ ხერხები და მიუერთა ხალხური თეატრის ტრადიციულ პასოსებს (კომიკურ-ყოფით ინტერმედიებს) „მოწვეული“, „ხაუხას ქვეყანა“, „ნიღაბი“, „კმაყოფილი რქოსანი“ (და სხვ.). მან შექმნა ცოცხალი ეროვნული ხასიათები, პერსონაჟები აამეტყველა ხალხურ ენაზე. მის ხელოვნებას მაღალ შეფასებას აძლევდა მ. სერვანტესი, ხოლო ლოპე დე ვეგა მას თვლიდა ესპანური ნაციონალური თეატრის ფუძემდებლად.