შაბროლი კლოდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კლოდ შაბროლი '''კლოდ შაბროლი''' – (1930–2010) – ფრ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კლოდ შაბროლი“ გადაიტანა გვერდზე „შაბროლი კლოდ“ გადამისამართე...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 17:51, 12 აგვისტო 2023 მდგომარეობით
კლოდ შაბროლი – (1930–2010) – ფრანგი კინორეჟისორი, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი. როგორც მისი კოლეგები და თანამედროვები – გოდარი, ტრიუფო, რომერი, რივეტი, ისიც კრიტიკოსად მუშაობდა გავლენიან კინოჟურნალში „კაიე დიუ სინემა“, რის შემდეგაც დაიწყო კინორეჟისორის კარიერა.
ახალი ტალღის ჩარჩოებში ზოგჯერ „მეინსთრიმის“ წარმომადგენლად წოდებული შაბროლი რჩებოდა ერთ-ერთ ნაყოფიერ და პოპულარულ რეჟისორად მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია:
- 1958 – „კოხტა სერჟი“
- 1959 – „ბიძაშვილები“
- 1963 – „ლანდრიუ“
- 1969 – „დაე მოკვდეს მხეცი“
- 1969 – „ყასაბი“
- 1970 – „განხეთქილება“
- 1973 – „სისხლიანი ქორწილი“
- 1978 – „ვიოლეტა ნოზიერი“
- 1986 – „ინსპექტორი ლავარდენი“
- 1988 – „ქალთა საქმე“
- 1990 – „მშვიდი დღეები კლიშიში“
- 1995 – „ცერემონია“
- 1997 – „ფსონი ჩასულია“
- 2000 – „მადლობა შოკოლადისთვის“
- 2002 – „ბოროტების ყვავილი“
- 2009 – „ბელამი“
და სხვა.
[რედაქტირება] ჯილდოები:
- 1958 – „კოხტა სერჟი“ (ლოკარნოს სკფ. პრიზი „ვერცხლის აფრა“ საუკეთესო რეჟისორს; ჟან ვიგოს პრიზი საუკეთესო ფილმს)
- 1959 – „ბიძაშვილები“ (ბერლინის სკფ. „ოქროს დათვი“)
- 1973 – „სისხლიანი ქორწილი“ (ბერლინის სკფ. ფიპრესის პრიზი)
- 1988 – „ქალთა საქმე“ (ვენეციის სკფ. კრიტიკის სპეციალური პრიზი; ლოს-ანჟელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი საუკეთესო უცხოურ ფილმს; ბოგოტას სკფ. პრიზი საუკეთესო სცენარისთვის)
- 1996 – „ცერემონია“ (ლოს-ანჟელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი საუკეთესო უცხოურ ფილმს)
- 1997 – „ფსონი ჩასულია“ (სან-სებასტიანის სკფ. „ოქროს ნიჟარა“ საუკეთესო ფილმისთვის, „ვერცხლის ნიჟარა“ საუკეთესო რეჟისურისთვის)
- 2000 – „მადლობა შოკოლადისთვის“ (ლუი დელიუკის პრიზი საუკეთესო ფილმისთვის)
- 2003 – ევროპული კინოპრემია მთელი კარიერის განმავლობაში მიღწევებისთვის.