ბაყბაყ-დევი
(ახალი გვერდი: '''ბაყბაყ-დევი''' – დარეჯანიანთა გვარის შეურიგებელი მტერი. ბაყ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:დევები]] | [[კატეგორია:დევები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქართული | + | [[კატეგორია:ქართული ეპოსის პერსონაჟები]] |
| + | [[კატეგორია:ამირანიანის პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:ამირანიანი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:43, 11 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
ბაყბაყ-დევი – დარეჯანიანთა გვარის შეურიგებელი მტერი. ბაყბაყ-დევი პერსონიფიცირებული ბოროტი არსებაა დევთა სამყაროდან.
დევი ქართულ ფოლკლორში აღმოსავლეთიდანაა შემოსული, რომელმაც, ალბათ, ადგილობრივი ტყისკაცი შეცვალა. V ს. ძეგლის შუშანიკის წამების მიხედვით დევი ცეცხლთაყვანისმცემლობასთანაა გაიგივებული და ამ სახეში მოსული მოძალადე–დამპყრობელი იგულისხმება. დევებმა სულკალმახის გარდაცვალებისთანავე მისი ოჯახი აიკლეს, შეშინებული ობლები ჩაბალხეთმში გადაიხვეწნენ. დავაჟკაცებულმა ძმებმა შური იძიეს. ამირანმა დევთა შორის ყველაზე საშიში და უბოროტესი არსება – ბაყბაყი რაინდული ბრძოლით სძლია. ბაყბაყ-დევი მრავალთავიანია, მისი ტარება დედამიწას უმძიმს, იგი ადამიანებსაც ჭამს. ბაყბაყ-დევს შიკრიკები და დამხმარეები ჰყავს, რომლებიც ადამიანებს მტრობენ. თქმულებაში ბაყბაყი ბოროტი საწყისის განსახიერებაა, მას კეთილი გმირი ამარცხებს.
მ. ჩიქოვანი
[რედაქტირება] ლიტერატრა
- მ. ჩიქოვანი, მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947.