მეფეთა სალარო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მეფეთა სალარო''' (დაახლოებით XVI-XVII სს.) — თარგმნილი ძ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მეფეთა სალარო''' (დაახლოებით XVI-XVII სს.) | + | '''მეფეთა სალარო''' — (დაახლოებით XVI-XVII სს.), [[თარგმანი|თარგმნილი]] ძეგლი, შეგონებებისა და [[არაკი|არაკების]] დიდაქტიკური კრებული. მთარგმნელი უცნობია. თეორიული მსჯელობა ყოველგვარი ჩარჩოს გარეშე სხვადასხვა კარშია განაწილებული და სათანადო არაკით ილუსტრირებული. თემატიკა ყოველი კარის დასათაურებაშია გამჟღავნებული (მაგალითად, „უხვობისა და გამცემლობისათვის“, „სამართლისა და ადალათისათვის“, „შენდობისათვის“ და ა. შ.). „მეფეთა სალაროს“ წყარო დადგენილი არ არის, დაძებნილია მხოლოდ ცალკეული არაკები სპარსულ ანალოგიურ კრებულებში. მთარგმნელს ტრადიციის მიხედვით გაუქართულებია ზოგი დეტალი. თხრობის სტილი მარტივია. ტექსტი გამოსცა ს. ყუბანეიშვილმა (ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, II, 1949) ერთადერთი დეფექტური ნუსხის მიხედვით. |
| + | |||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | + | [[კატეგორია:ქართული მწერლობა]] | |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქართული თარგმანები]] |
| − | [[კატეგორია:თარგმანები]] | + | [[კატეგორია:არაკები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:03, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
მეფეთა სალარო — (დაახლოებით XVI-XVII სს.), თარგმნილი ძეგლი, შეგონებებისა და არაკების დიდაქტიკური კრებული. მთარგმნელი უცნობია. თეორიული მსჯელობა ყოველგვარი ჩარჩოს გარეშე სხვადასხვა კარშია განაწილებული და სათანადო არაკით ილუსტრირებული. თემატიკა ყოველი კარის დასათაურებაშია გამჟღავნებული (მაგალითად, „უხვობისა და გამცემლობისათვის“, „სამართლისა და ადალათისათვის“, „შენდობისათვის“ და ა. შ.). „მეფეთა სალაროს“ წყარო დადგენილი არ არის, დაძებნილია მხოლოდ ცალკეული არაკები სპარსულ ანალოგიურ კრებულებში. მთარგმნელს ტრადიციის მიხედვით გაუქართულებია ზოგი დეტალი. თხრობის სტილი მარტივია. ტექსტი გამოსცა ს. ყუბანეიშვილმა (ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, II, 1949) ერთადერთი დეფექტური ნუსხის მიხედვით.