დასთანი
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დასთანი''' | + | '''დასთანი''' – სპარსული ლიტერატურული ტერმინი, აღნიშნავს მოთხრობას, რომანს, პოეტურ თუ პროზაულ ვრცელ ნაწარმოებს ან ერთი ჩარჩოთი შემოფარგლულ კრებულს. ხალხური დასთანი გულისხმობს პოეტურ ძეგლთა პროზაულ გადამუშავებას დასთანებს, ამ მარტივი სტილის ნაწარმოებებს, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საგანგებოდ მომზადებულ [[მთქმელი|მთქმელთა]] [[რეპერტუარი|რეპერტუარში]]. ზამთრის გრძელ ღამეებში ყავახანებსა თუ შუა [[ბაზარი|ბაზარში]] თავყრილობისას საათობით ისმენდა მდაბიო ხალხი ამ ფანტასტიკურ თხზულებებს, რომელთა გმირები გააფთრებით ებრძოდნენ ბოროტ ძალებს სიყვარულისა და სიკეთის გასამარჯვებლად. უკვე XII-XIII ს-ში ჩნდება ვრცელი ხალხური დასთანები რომანტიკულ–სათავგადასავლო და საგმირო-ისტორიული ხასიათისა („სამაქე აიარ“, „ისქანდერ-ნამე“, „დარაბ ნამე“, „ყაჰრამან-ნამე“). განსაკუთრებით ინტენსიურ ლიტერატურულ ფაქტად იქცა დასთანები XVI-XVII სს-ში („თუთი-ნამე“, „ნუშაფარინი“, „ბაჰრამ ო გოლანდამი“, „მეჰრ ო მაჰი“), იქმნებოდა დასთანების ანთოლოგიები. სპარსული ხალხური დასთანები ფართოდ გავრცელდა აღმოსავლურ ქვეყნებში ([[თურქეთი|თურქეთში]], [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], შუა [[აზია]]ში). [[საქართველო]]შიც იცნობდნენ და თარგმნიდნენ დასთანებს („[[ყარამანიანი]]“, „[[მირიანი (თხზულება)|მირიანი]]“, „[[ბარამგულანდამიანი]]“). ზოგი მათგანი დღეს მხოლოდ ქართული ვერსიებითაა ცნობილი („სეილანიანი“, „ვარშაყიანი“). |
მიმდინარე ცვლილება 14:00, 19 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
დასთანი – სპარსული ლიტერატურული ტერმინი, აღნიშნავს მოთხრობას, რომანს, პოეტურ თუ პროზაულ ვრცელ ნაწარმოებს ან ერთი ჩარჩოთი შემოფარგლულ კრებულს. ხალხური დასთანი გულისხმობს პოეტურ ძეგლთა პროზაულ გადამუშავებას დასთანებს, ამ მარტივი სტილის ნაწარმოებებს, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საგანგებოდ მომზადებულ მთქმელთა რეპერტუარში. ზამთრის გრძელ ღამეებში ყავახანებსა თუ შუა ბაზარში თავყრილობისას საათობით ისმენდა მდაბიო ხალხი ამ ფანტასტიკურ თხზულებებს, რომელთა გმირები გააფთრებით ებრძოდნენ ბოროტ ძალებს სიყვარულისა და სიკეთის გასამარჯვებლად. უკვე XII-XIII ს-ში ჩნდება ვრცელი ხალხური დასთანები რომანტიკულ–სათავგადასავლო და საგმირო-ისტორიული ხასიათისა („სამაქე აიარ“, „ისქანდერ-ნამე“, „დარაბ ნამე“, „ყაჰრამან-ნამე“). განსაკუთრებით ინტენსიურ ლიტერატურულ ფაქტად იქცა დასთანები XVI-XVII სს-ში („თუთი-ნამე“, „ნუშაფარინი“, „ბაჰრამ ო გოლანდამი“, „მეჰრ ო მაჰი“), იქმნებოდა დასთანების ანთოლოგიები. სპარსული ხალხური დასთანები ფართოდ გავრცელდა აღმოსავლურ ქვეყნებში (თურქეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიაში). საქართველოშიც იცნობდნენ და თარგმნიდნენ დასთანებს („ყარამანიანი“, „მირიანი“, „ბარამგულანდამიანი“). ზოგი მათგანი დღეს მხოლოდ ქართული ვერსიებითაა ცნობილი („სეილანიანი“, „ვარშაყიანი“).
[რედაქტირება] ლიტერატურა
ა. გვახარია, სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან, თბ., 1973.